კახეთში კაცი მოკლეს - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი რ.ლ. დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 მაისს, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრა რ.ლ., რის შემდგომაც ბრალდებულმა რ.ლ.-მ ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა ჯ.კ.-ს.ბრალდებული რ.ლ. კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება, ხოლო ჯ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - სანადირო თოფი და პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.
1747056857
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არის ადამიანები, რომლებიც ხან მჩხიბავებს მოიყვანენ აქციაზე, რიტუალებს ატარებენ, კუბოს წვავენ. მათ აღიზიანებთ ისეთი ტიპის ბანერები, რომელიც გულისხმობს, რომ არავის არ დავემონებით. მათ ვიღაც უნდა კარნახობდეს დღის წესრიგს
არის ადამიანები, რომლებიც ხან მჩხიბავებს მოიყვანენ აქციაზე, რაღაცა რიტუალებს ატარებენ, კუბოს წვავენ და ა.შ. მათ აღიზიანებთ ისეთი ტიპის ბანერები, რომელიც გულისხმობს, რომ არავის არ დავემონებით. მათ ვიღა...
1747056761
საზოგადოებაGEO11-ისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩის მონაწილეთა საბოლოო შემადგენლობები ცნობილია
16 მაისს თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლეგენდები (GEO11) „ბარსელონას“ ლეგენდებს უმასპინძლებენ. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პი...
1747055235
ახალი ამბები„თანამედროვე „აზრის პოლიცია“ ებრძვის ნებისმიერ ინფორმაციას თუ პოზიციას, რომელიც ლიბერალურ-გლობალისტურ დღის წესრიგს არ ემთხვევა“ - კონსერვატიული საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის geo-first.com-ის განცხადება
კონსერვატიული საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის geo-first.com განცხადებას ავრცელებს. როგორც geo-first.com-ის განცხადებაშია აღნიშნული, აზრის პოლიციის“, ანუ საერთაშორისოდ მოქმედი ე.წ. „ფაქტ-ჩეკერების“ ს...
1747053081
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო
12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება. სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახი...
1747053017
ახალი ამბებითბილისში, „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ ორ პირს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით, ხოლო მეორე პირს - დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარუდგინა. პროკურატურის...