კალაძე: ვინც გვლანძღავდა, რატომ არ გავიყვანეთ იძულებით სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს აცხადებენ, რომ მეოთხე კატეგორიის მქონე შენობებიდან შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, დანაშაულია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე პროცესში მერია არ მონაწილეობს, რადგან ეს მუნიციპალიტეტის საკუთრება არ არის.
მანვე წარმოადგინა ფოტოები, სადაც ნაჩვენებია აღნიშნული შენობა-ნაგებობების ავარიულობა.
„მინდა კარგად ნახოთ, რა საფრთხის მქონეშენობებზეა საუბარი, გაჩვენებთ ფოტოებს. აი, აქედან მოსახლეობის იძულებით გაყვანა ყოფილა დანაშაული. გახსოვთ ის ბრალდებები, შეურაცხყოფა და თავდასხმა, რაც სულ ახლახან სადგურის მოედნის მიმდებარედ სახლის ჩამოშლას მოჰყვა. ზუსტად ის ხალხი, ვგულისხმობ ზოგიერთი მედიის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, ე.წ. ექსპერტებს, ვინც ერთი კვირის განმავლობაში გვლანძღავდა იმის გამო, რატომ არ გავიყვანეთ იძულების წესით იმ კორპუსის მცხოვრებლები ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მეოთხე კატეგორიის მქონე შენობებიდან ხალხის იძულებით გაყვანა, არის დანაშაული. თანაც ეს მათი საკუთრება არ არის. ეს იგივეა თქვენს საცხოვრებელში შემოიჭრას ვინმე, მიმართოთ სახელმწიფოს და სახელმწიფომ არ იმოქმედოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე მოუწოდა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და კონკრეტულ მედიასაშუალებებს, აღნიშნული საკითხის ირგვლივ ცრუ ინფორმაცია არ გაავრცელონ.
„ავარიულ კორპუსები უდიდესი პრობლემაა და ნაცვლად იმისა, რომ მედია, საზოგადოება, ოპოზიცია დაინტერესებული იყოს რეალური გამოსავლის ძებნით, რადგან ყველანი ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ყველას გვეხება იგი, დაკავებულიახელისშეშლით. ყველამ კარგად იცით, რომ მოქმედებს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ ასეთი კორპუსები. მას თავისი პირობები და წესები გააჩნია. თბილისის მერია ყველა ოჯახს, ვისაც აქვს საცხოვრებლის პრობლემა, ცხოვრობს ავარიულ სახლებში ეხმარება, სთავაზობს გადაწყვეტის გზებს, მაგრამ მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა. ეს პოლიტიკური სპეკულაციები, მიზანმიმართული ცილისწამება არის ერთსაათიანი - რა დროსაც შეგიძლიათ, საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, მაგრამ სიმართლე არის ის, რაზეც ვისაუბრე და ყველაფერი დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1753457195
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ არა თუ ე.წ მეგობარი აქტი ნახავს დღის სინათლეს, არამედ ჩვენ აშშ-თან ამ იდეოლოგიური თანხვედრის პირობებში გვექნება შესაძლებლობა, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთსასარგებლო კავშირი
თუკი რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებასთან ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“, გააჩნია იდეოლოგიური თანხვედრა, თან ძალიან მაღალი დოზით, ეს არის აშშ-ის პრეზიდენტი - მოუსმინეთ მის რიტორიკა...
1753455447
საზოგადოებაფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორი: წელს ფოთის ნავსადგურში, ბოლო 5 წლის ჭრილში, რეკორდული რაოდენობის კონტეინერი დამუშავდა
მიმდინარე წლის 6 თვეში, ფოთის ნავსადგურში, ბოლო 5 წლის ჭრილში, რეკორდული რაოდენობის კონტეინერი დამუშავდა. 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, APM Terminals ფოთის მიერ დამუშავებულია 313,524 TEU კონტეინერი, რ...
1753455344
საზოგადოებასაქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტი: გადაზიდვების სექტორის ზრდადი დინამიკა პირდაპირპროპორციულია ქვეყნის ეკონომიკისთვის
საქართველოს გადაზიდვების სექტორში 2025 წლის პირველ ნახევარში ზრდადი დინამიკაა. კერძოდ, იანვარ-ივნისის სტატისტიკის მიხედვით, რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, მათ შორის - შუა დერეფა...
1753454578
საზოგადოებაგურამ გურამიშვილი: საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების მნიშვნელოვანი ზრდა მეტყველებს, რომ ქვეყანაში სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა ხორციელდება
საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების ზრდადი დინამიკა 2025 წელსაც გრძელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ია...
1753453661
სპორტიანა ჯაფარიძე ევროპის ახალგაზრდული პარათამაშების გამარჯვებულია
ქართველი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე ევროპის ახალგაზრდული პარათამაშების ჩემპიონია – ქართველმა ფინალში მასპინძელი ქვეყნის, თურქეთის წარმომადგენელი დაამარცხა და ევროპის პარათამაშებზე საქართველოს ახალ...