ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, როგორი კრიმინალი არის მიხეილ სააკაშვილი

„ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, როგორი კრიმინალი არის მიხეილ სააკაშვილი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, გავიდა ერთ წელზე მეტი და საზოგადოება დარწმუნდა, რომ ID-სთან და USAID-თან დაკავშირებით რა განცხადებებსაც მმართველი გუნდი აკეთებდა ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდა.
„რას ამბობდნენ ისინი, თუ ჩვენ ამ კანონს მივიღებდით - ავკრძალავდით ოპოზიციურ ტელეარხებს, ენჯეოსექტორს და თურმე, როგორ შეიძლებოდა ეჭვქვეშ დაგვეყენებინა დასავლელი დონორების მიერ გადმორიცხული ფული. გავიდა ერთ წელზე მეტი და საზოგადოებამ ნახა, ეს აბსოლუტურად ტყუილი იყო და იმაშიც დარწმუნდა, რომ ID-სთან და USAID-თან დაკავშირებით რა განცხადებებსაც ვაკეთებდით ყველაფერი სიმართლე იყო იმიტორმ, რომ აშშ-ის ადმინიტრაციამ ფატებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამხილა ეს ორგანიზაციები, როგორც კრიმინალური ორგანიზაციები“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ევროპარლამენტის რეზოლუციებზეც ისაუბრა.
„ესეც, რა თქმა უნდა, გაღიზიანებას იწვევს ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, როგორი კრიმინალი არის მიხეილ სააკაშვილი. როდესაც ყოველ რეზოლუციაში გვიწერენ - სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ, არ ვიცი ამით ჰარაკისს იტარებენ რეპუტაციული კუთხით მაქვს საუბარი ის ევრობიუროკრატები, რომლებიც ამ კურსს არ უხვევენ. ვინაიდან, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, ისინი არ იცნობენ ქართველ ხალხს და მათ წარმოდგენა არ აქვთ ჩვენი მოქალაქეების ხასიათთან დაკავშირებით“, - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი.
1749448536
საზოგადოებაპარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს ყინწვისის სპეცოპერაციის საქმე განიხილება
პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე განსახილველი საკითხია ყინწვისის სპეცოპერაციის სახელით ცნობილი სისხლის სამართლის საქმე. სხდომაზე მიწვეულნი არიან ზაზა გ...
1749446847
საზოგადოებალევან მაჭავარიანი გამჭვირვალობის კანონზე: ამბობდნენ, რომ თუ ამ კანონს მივიღებდით, ავკრძალავდით ოპოზიციურ ტელე არხებს, „ენჯეო“ სექტორს. გავიდა ერთ წელზე მეტი, საზოგადოებამ ნახა, რომ ეს აბსოლუტურად ტყუილი იყო
„რას ამბობდნენ ისინი [ოპონენტები] - რომ თუ ჩვენ ამ კანონს მივიღებდით, ავკრძალავდით ოპოზიციურ ტელე არხებს, „ენჯეო“ სექტორს და თურმე, როგორ შეიძლებოდა, რომ ეჭვქვეშ დაგვეყენებინა დასავლელი დონორების მიერ...
1749415862
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: ახლა სად არიან ის ლატვიელი პოლიტიკოსები, რომლებმაც საქართველოში ჩატარებული არჩევნები დაგვიწუნეს, რას ამბობენ საკუთარ ქვეყანაში ჩავარდნილი არჩევნების შესახებ? ჯერ დუმილს ინარჩუნებენ
„ლატვიაში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების ფონზე მაინც დაფიქრდით და დააფასეთ/აღიარეთ ცესკოს კომპეტენცია, პროფესიონალიზმი და ადმინისტრირების ხარისხი, რომელიც საქართველოში არჩევნების შეუფერხებლად...
1749413147
ახალი ამბებიიან პრაუდი: მიმაჩნია, რომ საქართველოსადმი რიგი სახელმწიფოების დამოკიდებულება არის ყოვლად არასამართლიანი რედაქტირება
მე მიმაჩნია, რომ საქართველოსადმი რიგი სახელმწიფოების დამოკიდებულება არის ყოვლად არასამართლიანი. საქართველოში გასულ წელს ჩატარდა არჩევნები, ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ დაადგინა, რომ ეს იყო კონკურენტული...
1749411939
ახალი ამბებიკანში დასვენების დროს ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
კანში დასვენების დროს ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს – ინფორმაციას ექსკლუზიურად Geo Team ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით წაღებულია ძვირფასეულობა, ჩანთები და საათები… „როგორც შ...