ლევან მაჭავარიანი გამჭვირვალობის კანონზე: ამბობდნენ, რომ თუ ამ კანონს მივიღებდით, ავკრძალავდით ოპოზიციურ ტელე არხებს, „ენჯეო“ სექტორს. გავიდა ერთ წელზე მეტი, საზოგადოებამ ნახა, რომ ეს აბსოლუტურად ტყუილი იყო

„რას ამბობდნენ ისინი [ოპონენტები] - რომ თუ ჩვენ ამ კანონს მივიღებდით, ავკრძალავდით ოპოზიციურ ტელე არხებს, „ენჯეო“ სექტორს და თურმე, როგორ შეიძლებოდა, რომ ეჭვქვეშ დაგვეყენებინა დასავლელი დონორების მიერ გადმორიცხული ფული“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას.

„გავიდა ერთ წელზე მეტი, საზოგადოებამ ნახა, რომ ეს აბსოლუტურად ტყუილი იყო და იმაშიც დარწმუნდა, რომ EED -სთან და USAID -თან დაკავშირებით რა განცხადებებსაც ვაკეთებდით, ეს ყველაფერი სიმართლე იყო, რადგან აშშ-ის ადმინისტრაციამ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამხილა ეს ორგანიზაციები, როგორც კრიმინალური ორგანიზაციები“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ასევე, ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ფარულად შემოსვლის მიზანსა და დასავლეთიდან მისი გათავისუფლების მოთხოვნაზე.

„ესეც გაღიზიანებას იწვევს ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, როგორი კრიმინალია მიხეილ სააკაშვილი. როდესაც ყოველ რეზოლუციაში გვიწერენ, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და უნდა გავათავისუფლოთ, ამით რეპუტაციული კუთხით ჰარაკირის იტარებენ ის ევრობიუროკრატები, რომლებიც ამ კურსს არ უხვევენ, რადგან ისინი არ იცნობენ ქართველ ხალხს და წარმოდგენა არ აქვთ ჩვენი მოქალაქეების ხასიათთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749456624

საზოგადოება

ნიკოლოზ გოგუაძე: თბილისის მთავარ სამმართველოში თითები დაგვამტვრიეს, დამოუკიდებლად ფეხზე ვეღარ ვიდექი. არავის ეგონა, რომ გადავრჩებოდი ისეთ დღეში ვიყავი. ციხესაც არ უნდოდა ჩემი მიღება, აქ მოგვიკვდებაო

„თბილისის მთავარ სამმართველოში თითები დაგვამტვრიეს, მე მაგალითად ფრჩხილები დამატეხეს ხელზე სკრეპის ამოსაღებით“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულმა ნიკოლოზ გოგუაძემ პარლამენტის დ...

ნიკოლოზ გოგუაძე

1749454934

სპორტი

აშშ-ის საელჩო მერაბ დვალიშვილს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მერაბ დვალიშვილს გამარჯვებას ულოცავს. აშშ-ის საელჩომ სოციალურ ქსელში დვალიშვილისა და ტრამპის ფოტო გამოაქვეყნა.

მერაბ დვალიშვილ

1749454866

ახალი ამბები

გარდაიცვალა ქართული რაგბის დამაარსებელი გივი მრელაშვილი

გარდაიცვალა ქართული რაგბის დამაარსებელი, საკავშირო კატეგორიის მსაჯი, რესპუბლიკის დამსახურებული მწვრთნელი გივი მრელაშვილი.  გივი მრელაშვილი იყო მორაგბეებში ღირსების ორდენის პირველი მფლობელი, საბჭოთა კა...

გივი მრელაშვილი

1749453044

საზოგადოება

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: ჯემალ სურამელაშვილი, ჩვენ რომ მანქანებში გადაგვანაწილეს, ჩააბეს მიკროავტობუსზე და ათრიეს მთელი გზა, ყინწვისის მონასტრიდან ცენტრალურ გზამდე

„სამწუხაროდ, ჩვენ დაგვეღუპა ჩვენთან ერთად დაკავებული ორი პატიმარი, რომლებიც ციხიდან გამოსვლიდან ძალიან მოკლე პერიოდში, მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა“, - ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კ...

ნიკოლოზ გოგუაძე

1749448536

საზოგადოება

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს ყინწვისის სპეცოპერაციის საქმე განიხილება

პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე განსახილველი საკითხია ყინწვისის სპეცოპერაციის სახელით ცნობილი სისხლის სამართლის საქმე. სხდომაზე მიწვეულნი არიან ზაზა გ...

კომისია