ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დაიწყო

საქართველოს თავდაცვის უწყება „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ს მასპინძლობს. სწავლება ოფიციალურად კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერმა, პოლკოვნიკმა ბერატ ტელიმ სწავლების დაწყება მასში მონაწილე ქართველ და უცხოელ სამხედროებს მიულოცეს. სიტყვით გამოსვლისას მათ სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს აღსრულების პროცესში წარმატებები უსურვეს.
სწავლების გახსნის ცერემონიალს თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა (SNGP) და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ნატო-საქართველოს სწავლებების ციკლში ეს უკვე რიგით მეოთხე სწავლებაა, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ საქართველოში იმართება. „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ კომპიუტერული მხარდაჭერით ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომლის მიზანს კრიზისული ოპერაციების დაგეგმვასა და აღსრულებაში, ქართული მხარის ხელმძღვანელობით, მრავალეროვნული ბრიგადის დონის ქვედანაყოფის წვრთნა წარმოადგენს. სწავლებაში მრავალეროვნული შტაბის წვრთნასთან ერთად ინტეგრირებული იქნება საველე კომპონენტი, რაც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს JTEC-ის შესაძლებლობებს მართვისა და კონტროლის მიმართულებით და ხელს შეუწყობს კოორდინაციის დახვეწას.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ ნატოს ევროპის მოკავშირე ძალების უმაღლესი შტაბისა (SHAPE) და საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის მიერ დაიგეგმა და ნატოს მიერ შედგენილი სცენარით, შესაბამისი პროცედურებისა და დოქტრინების დაცვით ტარდება. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 17 ქვეყანა მონაწილეობს. წვრთნაში მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, ბულგარეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლიეტუვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ, აზერბაიჯანი, მოლდოვა, სომხეთი და ტუნისი. სწავლებაში ჩართულია რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია და ქვედანაყოფი. სწავლებაში ჩართულია, ასევე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული 6 ინიციატივა: ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), სამხედრო საინჟინრო, სამხედრო პოლიცია, სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება, სპეციალური ოპერაციების ძალები და სტანდარტიზაცია და კოდიფიკაცია.
„ნატო-საქართველოს სწავლების“ ფარგლებში პარტნიორების მიერ განხორციელდება სპეციალური ოპერაციების ბატალიონის შტაბისა და მეკავშირე ელემენტის, სამხედრო პოლიციის ბატალიონის შტაბისა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების, ფეთქებადსაშიში საგნების გაუვნებელყოფის (EOD), სამხედრო სამედიცინო ასეულის (ROLE2F) და პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის შესაძლებლობების შეფასება.
1745849003
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: უცხოეთიდან მიღებული ინსტრუქციებით გეგმა მოამზადეს, რომელმაც არ გაამართლა და ახლა გულდაწყვეტილები არიან თავიანთ თავზეც და პატრონებზეც
„ᲝᲞᲝᲖᲘᲪᲘᲐ ᲩᲕᲔᲜ ᲒᲕᲐᲓᲐᲜᲐᲨᲐᲣᲚᲔᲑᲡ ᲘᲛᲐᲨᲘ, ᲠᲝᲛ ᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲘ ᲔᲠᲗᲞᲐᲠᲢᲘᲣᲚᲘᲐ, ᲓᲘᲓᲘ ᲑᲝᲓᲘᲨᲘ, ᲔᲠᲗᲞᲐᲠᲢᲘᲣᲚᲘ ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ, ᲡᲐᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲝ ᲝᲞᲝᲖᲘᲪᲘᲐ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ. ᲛᲐᲗᲗᲕᲘᲡ ᲐᲠᲐᲤᲔᲠᲘ ᲐᲒᲕᲘᲙᲠᲫᲐᲚᲐᲕᲡ, ᲛᲐᲗ ᲮᲐᲚᲮᲛᲐ 61 ᲛᲐᲜᲓᲐᲢᲘ ᲛᲘᲡᲪᲐ,“ - ᲐᲛᲘᲡ Შ...
1745847824
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულება უცვლელია და 2.7496 ლარს შეადგენს. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1227 ლარი გახდა. დღეს მოქ...
1745843440
ახალი ამბებისოზარ სუბარი გიორგი ნემსაძეს: თქვენი მონაყოლიდან გამოჩნდა, რომ ეს იყო არა ერთჯერადი ჩარევა, ზეწოლა, არამედ ამას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი - ასე მართავდნენ სპორტსაც და ქვეყანას
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი დ...
1745841569
მსოფლიოვატიკანში კონკლავი რომის ახალი პაპის ასარჩევად 7 მაისს შეიკრიბება
7 მაისს ვატიკანში რომის ახალი პაპის ასარჩევად კარდინალების შეხვედრა გაიმართება. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იტყობინება. „გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მეხუთე გენერალური კრების შემდეგ, რომელიც დღეს დილი...
1745840122
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ დადასტურება მოხდება, რამდენად ფსკერზე არიან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობის საკითხზე ისაუბრა. ირაკლი კირცხალიას თქმით, ოპოზიციამ ამომრჩეველს შეუ...