ლევან მაჭავარიანი - ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა, საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით, არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი აშველებდა

„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით. უბრალოდ არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, შეურაცხყოფის სერიოზული ფაქტები იყო, რომელიც პირდაპირ გიორგი გახარიას ჰქონდა დავალებული.

„ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა საზოგადოებას ბოდიშს ვუხდით ამ ყველაფერთან დაკავშირებით. უბრალოდ არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ფიზიკურად ვერ მოითმენს. იყო ძალიან სერიოზული შეურაცხყოფები, რომელიც პირდაპირ ჰქონდა დავალებული გიორგი გახარიას, რაც მის ქვეშევრდომებს ჩვენი გუნდისთვის უნდა მიეყენებინათ.

იყო ძალიან მძიმე პირადი შეურაცხყოფები. „ქართული ოცნების“ გუნდის უდიდესი უმრავლესობა აშველებდა და სწორედ ამ გაშველების შედეგი არის ის, რომ ეს ადამიანები გავიდნენ და სხვათა შორის გიორგი შარაშიძე იყო, რომელიც ასევე შეურაცხყოფებით გამოირჩეოდა დღეს და ხელი არ მოხვედრია ისე გავიდა დარბაზიდან.  მანდატურის სამსახური იყო ჩართული“, - განაცხადა მაჭავარიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782501060

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმის მნიშვნელობაზე: კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დუბროვნიკის ფორუმი ბოლო წლებში მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის წა...

მაკა ბოჭორიშვილი

1782498424

მსოფლიო

პეკინში მცირე ზომის თვითმფრინავი 109 სართულიან ცათამბჯენს შეეჯახა - გამოცხადდა ევაკუაცია

ჩინეთის დედაქალაქში, პეკინის ცენტრალურ ბიზნეს უბანში მდებარე 109-სართულიან ცათამბჯენს მცირე ზომის თვითმფრინავი შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. სოციალურ ქსელებით გავრცელებულ კა...

მცირე ზომის თვითმფრინავი

1782496902

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - აღინიშნა „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაძლიერება

2026 წლის 26 ივნისს დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა. საქართველ...

მაკა ბოჭორიშვილი

1782495430

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი – ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან დაიცვას, სწორედ ამას აკეთებს აშშ

„საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა არის გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკითხის დარეგულირება, ამ შემთხვევაში უცხოური გავლენების, საქართველო სწორი ნაბიჯებით ახერხებს იმ გამოწვევის გამკლავებას“, – ამის შ...

მაკა ბოჭორიშვილი

1782492649

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ ვერ გასცდა ერთ გვარს გიორგი გახარიას, ბოლოს გიორგი შარაშიძე მისი პორტრეტითაც გამოვიდა, ფურცელი, რომელიც ააფრიალა, გიორგი გახარიას ფოტოთი, არ ვიცი, რა ვალი აქვთ ამ ადამიანის ასეთი

„ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს ჰგონიათ, რომ ერთადერთი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის გიორგი გახარია და მისი ბედი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში დღეს მომხ...

შალვა პაპუაშვილი