პრემიერი: ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და ერთ წელიწადში მოღალატეები და აგენტურა გაისტუმრა სახლში, დღეს ხელისუფლებაში არ არიან მოღალატეები, აგენტები, რომლებიც დაიწყებენ ომს, დღეს ქვეყანას ჰყავს სუვერენული, ღირსეული ხელისუფლება
ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და ერთ წელიწადში მოღალატეები და აგენტურა გაისტუმრა სახლში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ხელისუფლებაში არ არიან მოღალატეები, აგენტები, რომლებიც დაიწყებენ ომს.
„რაც შეეხება ბოდიშის თემას, აქვს თუ არა საქართველოსა და ქართველ ხალხს ბოდიში მოსახდელი. ჩვენ ხშირად გვისაუბრია 2008 წლის ომთან დაკავშირებით და ყოველთვის გვითქვამს, მე პირადად არაერთხელ გამიმეორებია, რომ ეს ომი არ დაუწყია საქართველოსა და ქართველ ხალხს. ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა და ეს იყო ღალატი ჩადენილი საკუთარი ქვეყნის და ხალხის მიმართ. სააკაშვილის რეჟიმმა ეს ომი დაიწყო და ეს იყო ღალატი სწორედ საქართველოს მიმართ და ქართველი ხალხის მიმართ. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, გარკვეული ფორმით შეიძლება თითოეული ჩვენგანი ვიყოთ პასუხისმგებელი იმაზე, რომ 9 წლის განმავლობაში აგენტურა მართავდა ამ ქვეყანას, ვერ შევძელით სათანადოდ დავპირისპირებოდით აგენტურას, მოღალატეებს, ვიდრე ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ შემოვიდა პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, შეიძლება თითოეული მოქალაქის ბრალია ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ყველას გვაქვს საკუთარი რესურსის ლიმიტი. ეს ლიმიტი არ აღმოაჩნდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც შემოვიდა პოლიტიკაში და ერთ წელიწადში მოღალატეები და აგენტურა გაისტუმრა სახლში. სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ დღეს გვაქვს სრულიად სხვაგვარი მდგომარეობა. დღეს ხელისუფლებაში არ არიან მოღალატეები, აგენტები, რომლებიც დაიწყებენ ომს. დღეს საქართველოში არ მოქმედებს აგენტურის რეჟიმი. დღეს ქვეყანას ჰყავს სუვერენული, ღირსეული ხელისუფლება, რომელიც ასეთ ავანტიურაში, რა თქმა უნდა, არასდროს გახვევს საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1782501060
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმის მნიშვნელობაზე: კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დუბროვნიკის ფორუმი ბოლო წლებში მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის წა...
1782498424
მსოფლიოპეკინში მცირე ზომის თვითმფრინავი 109 სართულიან ცათამბჯენს შეეჯახა - გამოცხადდა ევაკუაცია
ჩინეთის დედაქალაქში, პეკინის ცენტრალურ ბიზნეს უბანში მდებარე 109-სართულიან ცათამბჯენს მცირე ზომის თვითმფრინავი შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. სოციალურ ქსელებით გავრცელებულ კა...
1782496902
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - აღინიშნა „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაძლიერება
2026 წლის 26 ივნისს დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა. საქართველ...
1782495430
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი – ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან დაიცვას, სწორედ ამას აკეთებს აშშ
„საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა არის გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკითხის დარეგულირება, ამ შემთხვევაში უცხოური გავლენების, საქართველო სწორი ნაბიჯებით ახერხებს იმ გამოწვევის გამკლავებას“, – ამის შ...
1782494318
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი - ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა, საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით, არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი აშველებდა
„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით. უბრალოდ არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოად...































