ირაკლი კობახიძე: 2027 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით 48 ქალაქი იქნება დაფარული, ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი 2012 წელს იყო 37.8 პროცენტი, 2024 წელს გაიზარდა 98.8 პროცენტამდე და 2027 წლისთვის დაფარვის მაჩვენებელი იქნება 100 პროცენტი
2027 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით 48 ქალაქი იქნება დაფარული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მუშაობა მიმდინარეობს
გაზიფიკაციის საკითხთან დაკავშირებითაც და უახლოეს მომავალში დაზუსტდება შესაბამისი სოფლების ნუსხა და განხორციელდება გაზიფიკაცია უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში.
„რაც შეეხება წყალმომარაგებას, 2027 წლისთვის იქნება დაფარული წყალმომარაგებით, უწყვეტი წყალმომარაგებით 48 ქალაქი, ყველა ის ქალაქი, რომელიც შედის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის ზონაში. აქ არ შედის რამდენიმე დიდი ქალაქი, აჭარის მუნიციპალური ცენტრები. 48-ვე ქალაქი იქნება დაფარული 2027 წლის ბოლოსთვის.
რაც შეეხება გაზიფიკაციას, ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმა, რომ საბოლოოდ გავიაროთ იმ სოფლების ნუსხა, სადაც მიზანშეწონილია გაზის შეყვანა და აქ, რა თქმა უნდა, კრიტერიუმი იქნება ხარჯთეფექტიანობა, დანახარჯის და ეფექტის თანაფარდობა და ა.შ. აუცილებლად უახლოეს მომავალში დაზუსტდება შესაბამისი სოფლების ნუსხა და სადაც მიიღება გადაწყვეტილება, იქ ყველგან განხორციელდება გაზიფიკაცია უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს გეგმაც მოგვიანებით დაზუსტდება.
და რაც შეეხება ინტერნეტიზაციას, 2012 წელს ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი იყო 37.8 პროცენტი. უკვე 2024 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 98.8 პროცენტამდე და 2027 წლისთვის დაფარვის მაჩვენებელი იქნება 100 პროცენტი, ანუ 2027 წელს იქნება უზრუნველყოფილი სრული დაფარვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1782501060
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმის მნიშვნელობაზე: კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დუბროვნიკის ფორუმი ბოლო წლებში მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის წა...
1782498424
მსოფლიოპეკინში მცირე ზომის თვითმფრინავი 109 სართულიან ცათამბჯენს შეეჯახა - გამოცხადდა ევაკუაცია
ჩინეთის დედაქალაქში, პეკინის ცენტრალურ ბიზნეს უბანში მდებარე 109-სართულიან ცათამბჯენს მცირე ზომის თვითმფრინავი შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. სოციალურ ქსელებით გავრცელებულ კა...
1782496902
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - აღინიშნა „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაძლიერება
2026 წლის 26 ივნისს დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა. საქართველ...
1782495430
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი – ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან დაიცვას, სწორედ ამას აკეთებს აშშ
„საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა არის გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკითხის დარეგულირება, ამ შემთხვევაში უცხოური გავლენების, საქართველო სწორი ნაბიჯებით ახერხებს იმ გამოწვევის გამკლავებას“, – ამის შ...
1782494318
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი - ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა, საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით, არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი აშველებდა
„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით. უბრალოდ არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოად...































