ლევან მაჭავარიანი: მინდა, მოგილოცოთ განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე საქართველოს მორიგი გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში, სადაც ასობით მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა რუსეთს

პირველ რიგში, მინდა, მოგილოცოთ გუშინ განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე საქართველოს მორიგი გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში, სადაც ასობით მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა რუსეთს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადების გაკეთებისას.

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ბრალდებები რუსული საქმის კეთებასთან დაკავშირებით ბრალდებად რჩება, რამდენადაც ამდენი წლის განმავლობაში არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია არავის „ქართული ოცნების“ მიერ რუსულის საქმის კეთებასთან დაკავშირებით.

„მანამდე კიდევ შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩვენ გვაქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მოგებული - ერთი ჰააგაში, სადაც ჩვენც ჩავუხსენით ყველანაირი რისკი და ბრალდება ჩვენს გმირ სამხედროებს, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეზოლუციაზე ხელმოწერით მათ დააბრალა ომის დანაშაულების ჩადენა და ყველანაირი პასუხისმგებლობა ოკუპანტებზე გადავიდა. მას შემდეგ ჩვენ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლო, სადაც ჩვენ დავარქვით რუსეთს ოკუპანტი და ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ჩვენ გვესაუბრებიან რაღაცა რუსული საქმის კეთებაზე და როდესაც ვკითხულობთ, რომ ერთი მაგალითი გვითხარით, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე, ან რით გაზარდა რუსეთის გავლენები საქართველოში, ფიზიკურად პასუხი არ არსებობს. თუმცა ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, იქიდან გამომდინარე, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგაც ანალოგიური თემა ტრიალებდა და კარგად ვიცით ეს, „რაშანგეითის“ სახელწოდებით გამოძიება რომ არის დაწყებული, ვინაიდან 2016 წელს მთელი სისტემა იყო ჩართული იმაში, რომ ბატონი ტრამპისთვის მიეკერებინათ ზუსტად ანალოგიური იარლიყი“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760540605

ახალი ამბები

პარლამენტმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით, თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილა და მხარი დაუჭირა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებას. მომხსენებლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი...

პარლამენტმპარლამენტმ

1760539395

მსოფლიო

Reuters: სირიის პრეზიდენტმა კრემლში პუტინს განუცხადა, რომ რუსეთთან დადებულ ყველა წინა შეთანხმებას შეასრულებს

სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს განუცხადა, რომ ის შეასრულებს მის ქვეყანასა და მოსკოვს შორის დადებულ ყველა წინა შეთანხმებას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Re...

სირიის პრეზიდენტ

1760537331

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ვალტონენზე: ჩვენ წინააღმდეგები არ ვართ, რომ ასეთი ტიპის დიპლომატები შეხვდნენ ნებისმიერ ადამიანს საქართველოში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ქართული კანონმდებლობის დაცვით

„მე ვიღაცასთან შეხვედრა მინდოდა და ამის გამო ადგილობრივი კანონმდებლობა დავარღვიე“ ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნება და ვერაფერი გაამართლებს ამას. როგორ შეიძლება ეს გამართლდეს? - ასე გამოეხმაურა თავდაცვის...

თენგიზ შარმანაშვილი

1760537284

ახალი ამბები

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა. ადვოკატმა სასამართლოს 50 000-ლარიანი გირაო შესთავაზა. თუმცა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ არსებობს დანაშაულის განმეორების საფრთხე. სასამართლ...

ლუკა

1760534367

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. ' 15 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7108 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7111 ლარი იყო. გამყარდა ევრო,...

 ვალუტის კურსი