ლევან მაჭავარიანი: „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული ხმა ნიშნავს რომ ხმა მისცე საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს

„მგონი ევრობიუროკრატებმა ჩვენი ერის ისტორია, ხასიათი და იდენტობა არ იციან. ქართველებმა დაახლოებით 17 საუკუნის წინ მოვახდინეთ იდენტიფიცირება ჩვენს სულიერ თავგადასავალთან და ჩამოყალიბდა ჩვენი იდენტობა. ეს არის ჩვენი მამული, ენა და სარწმუნოება და ჩვენ ამას ბოლომდე ვიცავთ. ეს ჩვენს სისხლშია და ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილია, ხოლო ქართველების ხასიათი და როლი ჩვენმა ისტორიამ ჩამოაყალიბა. კარგად გადახედონ ჩვენს ისტორიას. 3-ათასწლოვანი უწყვეტი გენის ერი ვართ. ჩვენი ხასიათი არის მებრძოლი ხასიათი. ჩვენი როლი არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ზუსტად იგივე ერთობა იყო არჩევნების წინ და მილიონ ასი ათასზე მეტი მხარდამჭერი მოვიდა თვითმმართველობის არჩევნებზე.

„მათ ხმა მისცეს საქართველოს. „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული ხმა ნიშნავს, რომ ხმა მისცე საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, ხმა მისცე მშვიდობას საქართველოში, ჩვენი იდენტობის, ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნებასა და გამყარებას. აქედან გამომდინარე, ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, ჩემო პატრიოტებო, გპირდებით, რომ ვიდრე გვერდში გვედგებით გამორიცხულია ჩვენ ერთ ადგილზე გავჩერდეთ. არც ერთი ნაბიჯი მარჯვნივ, არც ერთი ნაბიჯი მარცხნივ და მით უმეტეს არც ერთი ნაბიჯი უკან, მხოლოდ წინ, უფრო მეტი დამოუკიდებლებისკენ, სუვერენიტეტისა და წარმატებისკენ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760540605

ახალი ამბები

პარლამენტმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით, თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილა და მხარი დაუჭირა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებას. მომხსენებლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი...

პარლამენტმპარლამენტმ

1760539395

მსოფლიო

Reuters: სირიის პრეზიდენტმა კრემლში პუტინს განუცხადა, რომ რუსეთთან დადებულ ყველა წინა შეთანხმებას შეასრულებს

სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს განუცხადა, რომ ის შეასრულებს მის ქვეყანასა და მოსკოვს შორის დადებულ ყველა წინა შეთანხმებას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Re...

სირიის პრეზიდენტ

1760537331

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ვალტონენზე: ჩვენ წინააღმდეგები არ ვართ, რომ ასეთი ტიპის დიპლომატები შეხვდნენ ნებისმიერ ადამიანს საქართველოში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ქართული კანონმდებლობის დაცვით

„მე ვიღაცასთან შეხვედრა მინდოდა და ამის გამო ადგილობრივი კანონმდებლობა დავარღვიე“ ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნება და ვერაფერი გაამართლებს ამას. როგორ შეიძლება ეს გამართლდეს? - ასე გამოეხმაურა თავდაცვის...

თენგიზ შარმანაშვილი

1760537284

ახალი ამბები

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა. ადვოკატმა სასამართლოს 50 000-ლარიანი გირაო შესთავაზა. თუმცა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ არსებობს დანაშაულის განმეორების საფრთხე. სასამართლ...

ლუკა

1760534367

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. ' 15 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7108 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7111 ლარი იყო. გამყარდა ევრო,...

 ვალუტის კურსი