ლევან მახაშვილი: ბრიუსელში ვიზიტი ხელს შეუწყობს იმ გზას, რასაც ჰქვია სრულფასოვან ჩარჩოებში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დაბრუნება
„ბრიუსელში ვიზიტი ხელს შეუწყობს იმ გზას, რასაც ჰქვია სრულფასოვან ჩარჩოებში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დაბრუნება“, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბრიუსელთან ურთიერთობას.
„ეს არის გამორჩეული ვიზიტი. ეს არის ერთგვარი დასაწყისი იმ გზის, ყინულის ლღობის პროცესის, რასაც ჰქვია ევროკავშირთან სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენა. საზოგადოებამ იცის, რომ ჩემს კოლეგებთან ერთად არაერთი ვიზიტი გაიმართა, მათ შორის ბელგიაში, მაგრამ ამჯერად, უმაღლეს დონეზე შედგება ორმხრივი ვიზიტი. ორმხრივი ურთიერთობების გარდა, რაც ჩვენ გვაკავშირებს ბელგიასთან, ლუქსემბურგთან, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბრიუსელთან ურთიერთობას, რადგან მეტწილად, ეს ურთიერთობები განისაზღვრება ხოლმე საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებითაც.
ჩვენ იმ პრობლემატიკაზე ვისაუბრებთ, რამაც შეაფერხა და გააფუჭა საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობები. ვიხედებით წინ, ბელგიის და ლუქსემბურგის მხარეს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ურთიერთობების ხელახლა აღდგენას. ჩვენ ერთმანეთს კარი არ უნდა დავუხუროთ და ვისაუბროთ იმაზე, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას, რომ ეს ურთიერთობა აღდგეს. ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს იმ გზას, რასაც ჰქვია სრულფასოვან ჩარჩოებში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დაბრუნება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე; პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.
1790078959
ახალი ამბებირატი ანდრონიკაშვილი კარიერას ანდორაში გააგრძელებს
ოფიციალურად: საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრი რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ანდორაში გააგრძელებს! 25 წლის მოთამაშესა და ესპანეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელს შორის 2-თვიანი კონტრაქტი გაფორმდა...
1790075435
ახალი ამბებიპროკურატურა ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ვახტ...
1790075192
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე მუსიკოს კორძიზე: ვხედავთ პირდაპირ, ხელაღებით, შეურაცხმყოფელ მოქმედებას კონკრეტული პერსონის მხრიდან და ამას ფუთავენ ხოლმე კულტურით
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე „ქრონიკასთან“ სექტემბრის ბოლოს დაანონსებულ კორძის კონცერტს გამოეხმაურა, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ქართველებს. „კულტურით შეფუთული შეურაცხყოფა კულტ...
1790074382
ახალი ამბებიილია ღლონტმა ოქტომბრის ძალადობრივი აქციები დაგმო: ეს იყო კატასტროფა და ამ ქვეყნის მიმართ დაშვებული შეცდომა
მოძრაობა „ქართული რესპუბლიკას“ წარმომადგენელმა ილია ღლონტმა ტიკ-ტოკის ეთერში ოქტომბერში მომხდარი ძალადობრივი აქციები დაგმო. ღლონტის განცხადებით, ნებისმიერი სახის არეულობა მისთვის მიუღებელია და მომხდარ...
1790073556
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი ახვლედიანის ორგანიზებულ სემინარზე: ნათელია, რომ ასეთი ტიპის დაფინანსება ემსახურება რადიკალური ოპოზიციისა და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებას
„ნათელია, რომ ასეთი ტიპის დაფინანსება ემსახურება რადიკალური ოპოზიციისა და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებას“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე...






























