პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 4 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამოვლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა 96.83 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი’’. ხოლო სამმა პირმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამოვლით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა ნარკოტიკული საშუალება - „კოდეინი’’, „მეთილფენიდატი’’ და ფსიქოტროპული ნივთიერება - „პრეგაბალინი“.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) 261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო შეძენა შენახვა) და 263-ე მუხლის პირველი ნაწილით (დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
1790082693
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6104 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6074 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1790082157
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოზე შეტევა წახალისებული იყო იმ ადამიანების მხრიდანაც, ვინც დღეს შეიძლება პრემიერს ხელს ართმევდეს, მაგრამ პოლიტიკა ასეა, არასდროს არსებობენ მუდმივი მტრები და მეგობრები
„საქართველოს რეალური საჭიროება დღეს მსოფლიოსთვის გააზრებულია, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ამ ფუნქციის და მდგომარეობის შესაქმნელად ძალიან დიდი ძალისხმევა გასწიეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეს...
1790081807
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: სამარცხვინოა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პრაქტიკულად, სანქციების თავის არიდებას და კანონმდებლობის დარღვევას გულისხმობს, თან ევროსაბჭოსგან
„სამარცხვინოა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პრაქტიკულად, სანქციების თავის არიდებას და კანონმდებლობის დარღვევას გულისხმობს. თან, ვისგან? - ევროსაბჭოსგან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობ...
1790080987
ახალი ამბებიეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, „საქართველოს საპ...
1790080569
ახალი ამბებიცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის მზადებას. პროცესის მიმდინარეობის გასაცნობად ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი და წევრ...





























