ლევან მახაშვილი: „ნაცმოძრაობისთვის“ რომ არჩევნები არ არის არც მნიშვნელოვანი და არც მათი პოლიტიკის ნაწილი, ჩვენ უკვე მრავალი წლის განმავლობაში ვნახეთ, ისინი ემზადებიან არჩევნების ჩასაშლელად

„ნაცმოძრაობის“ ძლიერი მხარე თარიღები არ არის. მათი მხრიდან დაანონსებული ბევრი თარიღი გვინახავს და ახლაც იგივე იქნება, 4 ოქტომბერიც მოვა, არჩევნებიც მშვიდობიანად ჩაივლის, მოსახლეობაც თავის აზრს გამოხატავს და საქართველოშიც ცხოვრება გაგრძელდება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან დაძაბულობის მცდელობა იქნება.
„სისხლის სამართლის დანაშაულზე პირდაპირი, ხმამაღალი მოწოდებები გვესმის. მათი სტილია – რაღაცას დააანონსებენ, მუხტს აწევენ, შემდეგ ადგილს გაეცლებიან, დაიმალებიან და მოსახლეობას შეატოვებენ ხოლმე დაპირისპირების კერას. ალბათ, ამავე სცენარს ვიხილავთ. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რომ არჩევნები არ არის არც მნიშვნელოვანი და არც მათი პოლიტიკის ნაწილი, ჩვენ უკვე მრავალი წლის განმავლობაში ვნახეთ. ამიტომ აქ პროგნოზების გაკეთება ყველასთვის მარტივია. ისინი ემზადებიან არჩევნების ჩასაშლელად. არჩევნებისთვის ემზადებიან არა იმიტომ, რომ მონაწილეობა მიიღონ, არამედ იმიტომ, რომ ჩაშალონ“, – განაცხადა მახაშვილმა.
1757348074
ახალი ამბებიპროკურორი ლაშა კოტრიკაძე ISFED-ის ხელმძღვანელის გამოკითხვაზე: ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რა მტკიცებულებითი საფუძველი ჰქონდა მსგავსი ტიპის მოთხოვნას არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან?
ბატონმა ლევანმა დაადასტურა, რასაც საჯარო სივრცეში ღიად ამბობდა, რომ ის და მისი ორგანიზაციის წევრები მონაწილეობდნენ 2024 წელს აქციებში, ჰქონდათ გარკვეული მოთხოვნები და კონკრეტული საშუალებები“, - ამის...
1757344922
ახალი ამბებინინო წილოსანი: მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობას“ პულსი არ ესინჯება, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ რევოლუცია გახდეს რეალობა, კარგად უნდა დაფიქრდნენ, რადგან სახელმწიფო იძულებული იქნება, შესაბამისად იმოქმედოს
„უფრო და უფრო ხშირად გვესმის ანტიკონსტიტუციური მოწოდებები და რამდენიც არ უნდა შეეცადონ, რომ ამას გაუკეთონ წინსართი - მშვიდობიანი, ლამაზი, ვარდების და ა.შ. (ძალიან კარგად გამოსდით მათ, ეს რაღაც შეფუთუ...
1757344663
ახალი ამბებივლადიმერ ბოჟაძე: სამწუხაროა, თუ „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრები თანამშრომლობენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და როგორც ჩანს, ისინი ამას მაშინაც ახერხებდნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ
„სამწუხაროა, თუ [„ქართული ოცნების“] გუნდის ყოფილი წევრები თანამშრომლობენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და როგორც ჩანს, ისინი ამას მაშინაც ახერხებდნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ“, - განაცხადა საპარლამე...
1757336190
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორჯერ უფრო მაღალია
2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გრძელდება - 7 თვის მონაცემებით, საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 8 პროცენტს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ევროპის, აზიის და რეგიონის ქვეყ...
1757335927
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახუ...