მაჭავარიანი აშშ-სა და ევროკავშირის ურთიერთობაზე: ძალიან არასასურველ წერტილამდეა მისული ეს ურთიერთობა და უკვე ჩანს, რომ აშშ აღარ არის ევროპისთვის ის პარტნიორი, რომელიც ზრუნავდა ევროკავშირის უსაფრთხოებაზე

„ძალიან არასასურველ წერტილამდეა მისული ეს ურთიერთობა“, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ურთიერთობაზე საუბრისას.

კერძოდ, გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა, „როგორ დაახასიათებდით ამერიკისა და ევროკავშირის ურთიერთობას, როგორ იქცევა ამ ურთიერთობაში ერთი მხრივ ევროპა და მეორე მხრივ აშშ?“

ლევან მაჭავარიანის თქმით, უკვე ჩანს, რომ აშშ აღარ არის ევროპისთვის ის პარტნიორი, რომელიც ზრუნავდა ევროკავშირის უსაფრთხოებაზე.

„ძალიან არასასურველ წერტილამდეა მისული ეს ურთიერთობა. როდესაც ბატონი ტრამპი გახდა აშშ-ს პრეზიდენტი, ჩვენ გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, მისი გაპრეზიდენტებიდან ერთ თუ ორ თვეში, ბატონი ჯეი დი ვენსი ჩავიდა მიუნხენში და იქ, ფაქტობრივად დემოკრატიის ლექციები ჩაუტარა ევრობიუროკრატებს. ერთი ერთში გაიმეორა ის პრეტენზიები, რა პრეტენზიებსაც „ქართული ოცნება“ ამ ოთხი წლის განმავლობაში ვაყენებთ ევრობიუროკრატების მიმართ. დემოკრატიის უკუსვლაზე, განსხვავებული აზრის ჩახშობაზე იყო საუბარი და ა.შ. ბატონმა ჯეი დი ვენსმა ეს ყველაფერი ჩამოთვალა ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით. უკვე მაშინ ეტყობოდა ბზარი ამ ურთიერთობებს.

ფაქტობრივად, დრო მისცა ევროპას აშშ-მა, რომ გადაეხადა თავისი ამ კურსისთვის. ჩვენ ვიხილეთ, რომ რამდენიმე თვის წინ უკვე აშშ-მა ეს ყველაფერი თავისი ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტში ასახა, სადაც ძალიან მძიმე ბრალდებებია ევროკავშირის, ევროპული ბიუროკრატიის მიმართ. აქაც, ფაქტობრივად, ერთი ერთშია გამეორებული ფრაზების და წინადადებების დონეზე „ქართული ოცნების“ პრეტენზიები ევროკავშირთან მიმართებით, ვინაიდან ეს ყველაფერი არის სიმართლეზე, ფაქტებზე და რეალობაზე დაფუძნებული. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი თანხვედრაშია ერთმანეთთან.

აქედან უკვე ჩანს, რომ აშშ აღარ არის ევროპისთვის ის პარტნიორი, რომელიც ზრუნავდა ევროკავშირის უსაფრთხოებაზე, ერთის მხრივ. ამ შემთხვევაში დოკუმენტში ნატო-ზეც ბევრი საკითხია გამოყოფილი. პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ ნატო აღარ აპირებს აღმოსავლეთით გაფართოებას. იქ უსაფრთხოების საკითხებზეც არის საუბარი, სადაც ევროკავშირს მოუწოდებს, რომ თავად იზრუნონ თავიანთ უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ აშშ უფრო კონცენტრირებულია დასავლეთ ნახევარსფეროზე და მონროს დოქტრინის, ასე ვთქვათ, გაგრძელებაზეა საუბარი. შესაბამისად, ევროკავშირი აღმოჩნდა აშშ-ის მხრიდან იზოლაციაში.

ევროკავშირი ცდილობს, რომ დაამყაროს ურთიერთობა კვლავ, თუმცა ჩვენ ვიხილეთ, მაგალითად ქალბატონ კალასს, ორჯერ თუ სამჯერ ჰქონდა მცდელობა, შეხვედროდა ბატონ მარკო რუბიოს და უარი მიიღო ამ შეხვედრაზე. შესაბამისად, აშშ-ის ადმინისტრაცია არ ხვდება ევრობიუროკრატებს. თუ კონკრეტულად რომელიმე ქვეყანასთან აქვს რაიმე ტიპის საქმე, როგორც იყო ეს უნგრეთის, სლოვაკეთის შემთხვევა, თვითონ ამ ქვეყნის ლიდერებთან აქვთ კომუნიკაცია და ქვეყნების დონეზეა კომუნიკაცია დასული“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769949175

მსოფლიო

„ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ თეთრი სახლი და თავად ტრამპი საიმიგრაციო საკითხის გამო რეიტინგს კარგავს“ - ქეთევან გორჯესტანი

„დონალდ ტრამპმა რამდენჯერაც არ უნდა უარყოს, ის რეიტინგს კარგავს საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართულებით გამოჩენილი სისასტიკის გამო“, - ეს განცხადება ქეთევან გორჯესტანმა "France 24-ის" ეთერში გააკეთა. სალომ...

ქეთევან გორჯესტანი

1769947763

საზოგადოება

ნალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შტორმული ღელვა - 3-4 თებერვლის მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მათივე ცნობით, ქვეყნი...

ანაკლია

1769945621

მსოფლიო

ანტალიაში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა - დაღუპულია 8 ადამიანი

თურქეთში, ანტალიის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კიდევ 26 ადამიანი დაშავდა, ზოგის მდგომარეობა კრიტიკულია. ავტ...

სამგზავრო ავტობუსი

1769943540

სპორტი

ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ისრაელთან გამარჯვების შემთხვევაში ესპანეთს დაუპირისპირდება

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს, 19 და 21 მარტს მნიშვნელოვანი მატჩები ელის. ეროვნულ გუნდს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ურთიერთობის გარკვევა ისრაელთან მოუწევს. გუშინ გაიმართა საპლეიოფო წილი...

ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები

1769941528

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი გალერის განცხადებაზე: ევროპარლამენტარი არ წარმოადგენს მარტო ევროპარლამენტს, ის თავის ქვეყანასაც წარმოადგენს, შესაბამისად, საკუთარი ქვეყნის საზოგადოებასაც შეურაცხყოფას აყენებს, როდესაც ავრცელებს დეზინფორმაციას

ევროპარლამენტარი არ წარმოადგენს მარტო ევროპარლამენტს და ევრობიუროკრატიას, ის თავის ქვეყანასაც წარმოადგენს, შესაბამისად, საკუთარი ქვეყნის საზოგადოებასაც შეურაცხყოფას აყენებს, როდესაც, ამ შემთხვევაში, ს...

გურამ მაჭარაშვილი