მაია ბითაძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრისას კლიმატის ცვლილების საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეფორმები განიხილეს.

მაია ბითაძემ კლიმატის კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელზეც კომიტეტმა სრულიად ახალი მიდგომით იმუშავა. მისი თქმით, კანონპროექტის შემუშავებას წინ „მწვანე“ და „თეთრი“ წიგნების, ეგრეთ წოდებული, საკონსულტაციო დოკუმენტების შექმნა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობა უძღოდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კლიმატის კანონმა ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩო უნდა ჩამოაყალიბოს, რომელიც სისტემურად მოაწესრიგებს ამჟამად ფრაგმენტირებულსა და სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში მიმოფანტულ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა სათბურის აირების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის სისტემის (MRV) დანერგვის მნიშვნელობას. ეს ვალდებულება ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებით არის განპირობებული, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყნის მომზადებაა ემისიებით ვაჭრობისთვის.

მაია ბითაძემ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753457195

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ არა თუ ე.წ მეგობარი აქტი ნახავს დღის სინათლეს, არამედ ჩვენ აშშ-თან ამ იდეოლოგიური თანხვედრის პირობებში გვექნება შესაძლებლობა, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთსასარგებლო კავშირი

 თუკი რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებასთან ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“, გააჩნია იდეოლოგიური თანხვედრა, თან ძალიან მაღალი დოზით, ეს არის აშშ-ის პრეზიდენტი - მოუსმინეთ მის რიტორიკა...

დავით მათიკაშვილი

1753455447

საზოგადოება

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორი: წელს ფოთის ნავსადგურში, ბოლო 5 წლის ჭრილში, რეკორდული რაოდენობის კონტეინერი დამუშავდა

მიმდინარე წლის 6 თვეში, ფოთის ნავსადგურში, ბოლო 5 წლის ჭრილში, რეკორდული რაოდენობის კონტეინერი დამუშავდა. 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, APM Terminals ფოთის მიერ დამუშავებულია 313,524 TEU კონტეინერი, რ...

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორიფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორი

1753455344

საზოგადოება

საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტი: გადაზიდვების სექტორის ზრდადი დინამიკა პირდაპირპროპორციულია ქვეყნის ეკონომიკისთვის

საქართველოს გადაზიდვების სექტორში 2025 წლის პირველ ნახევარში ზრდადი დინამიკაა. კერძოდ, იანვარ-ივნისის სტატისტიკის მიხედვით, რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, მათ შორის - შუა დერეფა...

გივი თხელიძემ

1753454578

საზოგადოება

გურამ გურამიშვილი: საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების მნიშვნელოვანი ზრდა მეტყველებს, რომ ქვეყანაში სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა ხორციელდება

საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების ზრდადი დინამიკა 2025 წელსაც გრძელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ია...

გურამ გურამიშვილი

1753453661

სპორტი

ანა ჯაფარიძე ევროპის ახალგაზრდული პარათამაშების გამარჯვებულია

ქართველი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე ევროპის ახალგაზრდული პარათამაშების ჩემპიონია – ქართველმა ფინალში მასპინძელი ქვეყნის, თურქეთის წარმომადგენელი დაამარცხა და ევროპის პარათამაშებზე საქართველოს ახალ...

ანა ჯაფარიძე