მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რამდენად ეფექტიანია ეს ორგანიზაცია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის პრინციპები, რა პრინციპებზეც დგას ორგანიზაცია
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რამდენად ეფექტიანია ეს ორგანიზაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის პრინციპები, რა პრინციპებზეც დგას ორგანიზაცია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან ეუთოს მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველო არის ეუთოს მონაწილე ქვეყანა, რომელსაც აქვს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული დღის წესრიგი ამ ორგანიზაციაში და ყველანაირი მცდელობა, რომ ეს ორგანიზაცია სხვა მიზნებისთვის იყოს გამოყენებული, რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი და ამაზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომაც გავაჟღერე მინისტერიალის ფარგლებში ის, რომ არ უნდა ხდებოდეს, საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება რაღაც კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მიზნებისთვის.
სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვნახეთ ევროსაბჭოს შემთხვევაში - იცით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ძალიან არასწორი რეზოლუცია მიიღო, რის გამოც საქართველოს დელეგაციამ დატოვა ევროსაბჭოს ასამბლეა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რამდენად ეფექტიანია ეს ორგანიზაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის პრინციპები, რა პრინციპებზეც დგას ორგანიზაცია და რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში, საჭიროა, რომ საქართველოს საკითხი იყოს ყოველთვის დღის წესრიგში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
1764944649
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ჩვენ რომ თუთიყუშის ოპოზიცია გვყავდა, ეს დიდი ხანია ვიცოდით, მაგრამ BBC-ი თუ თუთიყუშის მედია გახდებოდა, არ გვეგონა - დღეს BBC-ი „ნედის“ დონეზე დასულ ინსტრუმენტად იქცა
ჩვენ რომ თუთიყუშის ოპოზიცია გვყავდა, ეს დიდი ხანია ვიცოდით, მაგრამ BBC-ი თუ თუთიყუშის მედია გახდებოდა არ გვეგონა და ეს არის სამწუხარო ფაქტი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრ...
1764942964
საზოგადოებაგოგა ხაინდრავა: სინამდვილეში „ქიმიური იარაღი“ სპეც.სამსახურების დავალებით BBC-მ ჩვენი სახელმწიფოს - საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა!
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა BBC-ის ფილმს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „სინამდვილეში „ქიმიური იარაღი“ პორნოლიბერალური სპეც.სამსახურების დავალებით BBC-მ ჩვენი სახელმწიფოს - საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენ...
1764941894
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე: არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა და ვამტკიცებთ, რომ დაუპირისპირდნენ ლეტალური საშუალებით? ეს ყველაფერი ყალბი აჟიოტაჟია
„არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა და ვამტკიცებთ, რომ დაუპირისპირდნენ ლეტალური საშუალებით? ეს ყველაფერი ყალბი აჟიოტაჟია“, - განაცხა...
1764940693
ახალი ამბებისუსი: 6 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 5 პირი, ხოლო ჯამში პასუხისგებაში მიეცა 14 ადამიანი
სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს სამსახურის თანამშრომლების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 6 სხვადასხვა სისხლის სამართლის...
1764940346
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7005 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7016 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...





























