მაკა ბოჭორიშვილი: ევროპის საბჭოს მინისტერიალს გამოვიყენებთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გასაჟღერებლად

„ევროსაბჭოს მინისტერიალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და მასში საქართველო, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, მონაწილეობს“ ,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ევროსაბჭოს მინისტერიალს ის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გასაჟღერებლად გამოიყენებს.
„ჩვენ ამ პლატფორმას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ გავაჟღეროთ ყველა ის საკითხი, რაც დღეს საქართველოს დღის წესრიგში დგას, ის გამოწვევები, რომლებიც აქვს დღეს ქვეყანას - ერთი უსაფრთხოების თვალსაზრისით, მეორე, რაც ქვეყნის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ დემოკრატიის სახელით, არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიული პროცესებისთვის ხელის შეშლა ქვეყანაში და არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიული ინსტიტუტების უგულებელყოფა”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის თქმით, როდესაც საუბარია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზების ძიებაზე, პირველ რიგში, საერთაშორისო ინსტიტუტების მაქსიმალურად გამოყენება იგულისხმება.
„ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, მის შედეგებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებზე და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზების ძიებაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვგულისხმობთ საერთაშორისო ინსტიტუტების მაქსიმალურად გამოყენებას. ევროსაბჭოს ფარგლებშიც მუდმივად დგას საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხი დღის წესრიგში და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას განსაკუთრებით ვიყენებთ ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ყურადღების გასამახვილებლად და, ამ შემთხვევაშიც, მინისტერიალის დოკუმენტებში ასახული იქნება ეს საკითხი“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
1747216152
საზოგადოებადავით ჩიხელიძე: 2003-2012 წლებში ყოველდღიურად ირღვეოდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. სისტემის შემქმნელები დღეს დემოკრატიაზე გვესაუბრებიან, რაც საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა
ექსპერტი დავით ჩიხელიძე პარლამენტში გამართულ დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომას ეხმიანება, სადაც ნანა ქადაგიშვილის და მისი ოჯახის უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილე...
1747216116
საზოგადოებაბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას გიორგი მურვანიძე დაიკავებს
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას გიორგი მურვანიძე დაიკავებს, რომელიც აქამდე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა...
1747214169
საზოგადოება„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ნანა ქადაგიშვილი: შემოცვივდნენ „აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან“ ერთად, ნიკა მელია ხელმძღვანელობდა, გამომასახლეს და 1 ლარად გადასცეს რატი მგელაძეს, რომელიც აღმოჩნდა გლდანის ციხის მიყურადების ოთახის კურატორი
„შემომითვალეს, რომ უნდა გამოიტანო საქმე სტრასბურგის სასამართლოდანო და ბინა, რომელიც დარჩენილი მქონდა, ერთადერთი ბინა, დიღმის მასივში იმას არ ჩამოგართმევთო. მე უარი ვთქვი სტრასბურგიდან საქმის გამოტანაზ...
1747211499
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: არჩევნებამდე ორი დღით ადრე, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა ქვეყანაში, არაჟნის კონტეინერით შემოაპარა სააკაშვილი, რომლისთვისაც გამზადებული ჰქონდათ რევოლუციური სცენარი
ყველა ობიექტური კვლევა აჩვენებდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ხალხის ლეგიტიმაციისა და მხარდაჭერის პრობლემა არ ჰქონდა და ადგილობრივ არჩევნებსაც დამაჯერებლად იგებდა. ამიტომ, ახალმა რევოლუციურმა გეგმამაც არ დაა...
1747210732
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მეათე მოწვევის პარლამენტი მართლაც იქცა შემობრუნების წერტილად უახლეს ქართულ ისტორიაში, რადგანაც ის, სუვერენიტეტის განმტკიცების და ეროვნული ინტერესების დაცვის კრებულს წარმოადგენდა
თითოეულ თქვენგანს ადგილზე დაგხვდათ წინა მოწვევის საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ანგარიში 2024 წლისთვის, სადაც თქვენც და საზოგადოებასაც შესაძლებლობა გაქვთ გაეცნოთ ჩვენს განვლილ საკანონმდებლო თუ სა...