მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიციას არჩევნები არ სჭირდება, ამიტომაც არ აღიარებენ არასდროს არჩევნების შედეგებს, ძალიან კარგად იციან, რომ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა

ამ ხალხს [ოპოზიციას] არჩევნები არ სჭირდება, არ უნდა არანაირად. ამიტომაც არ აღიარებენ არასდროს არჩევნების შედეგებს. დღეს ვნახე ერთი პოლიტიკოსის განცხადებაც, რომ „არჩევნების გზით ვერ შევცვლით ხელისუფლებას“. ანუ მათ ძალიან კარგად იციან, რომ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა. არ არის ქართული საზოგადოება მათ მხარეს და მუდმივად არიან სხვა გზების ძიებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, გზები, რომელსაც ირჩევს ოპოზიცია არ არის კონსტიტუციური.
„ეს გზები არის არაკონსტიტუციური. ეს გზები არის სწორედ არა არჩევნების გზით სიარული და სწორედ ამიტომაც ვხედავთ ჩვენ იმას, რასაც აფინანსებენ და რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. რასაც ვებრძვით იდეაში ზუსტად ეგ არის, რომ ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიაზე და დემოკრატიულ წესებზე პირველ რიგში არჩევნებზე ვსაუბრობთ და ადამიანებს უნდა მისცე შესაძლებლობა, რომ არჩევნების გზით აირჩიოს ხელისუფლება. შემდგომ გამოდის ვიღაც ბიუროკრატი ან პოლიტიკოსი ქვეყნის გარედან და ამბობს იმას, რომ თურმე ეს არჩევნები არ ითვლება იმიტომ, რომ მან ვერ მიიღო ის შედეგი, რა შედეგიც მას უნდოდა, რომ დაენახა საქართველოში და არ აირჩია ქართველმა ამომრჩეველმა ის ვინც მას სურდა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1752136735
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს გივი მიქანაძე შსს-ს აკადემიაში საქმიანობისას ჩემთვის ხურავდა აკადემიის აუზს, საუბარია აუზზე, რომელიც თვალით არ მინახავს, სამარცხვინო ტყუილებს კადრულობს ეს ტელევიზია
რამდენიმე დღის წინ „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა გივი მიქანაძის საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ითქვა, თითქოს ის ჩემთვის ხურავდა აკადემიის აუზს, საუბარი...
1752135725
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ გადასაწყვეტი არ არის, არჩევნები როგორ ჩატარდება - არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს
„ნაცმოძრაობის“ გადასაწყვეტი არ არის, არჩევნები როგორ ჩატარდება. არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნ...
1752134180
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ციხეში არიან კრიმინალები, მათ ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, როდესაც არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში და ყველა ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული ისჯება სისხლისსამართლებრივი წესით, ჩვენთანაც ანალოგიურადაა
ციხეში არიან კრიმინალები, მათ ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, როდესაც არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში და ყველა ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, ამასთან დაკავშირებით არსებობს რეაგირების ზომები, ი...
1752130972
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: მერამდენედ გამობრძანდდა პრეზიდენტყოფილი და მერამდენედ თქვა, რომ ჩვენი გეგმა არის უგეგმობა და რაღაც ერთიანობა, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მათიკაშვილის შეფასებით,...
1752129568
ახალი ამბებინინო წილოსანმა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრებმა ასპინძის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართეს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და კომისიის წევრები, გასვლითი შეხვედრების ფარგლებში, ასპინ...