ირაკლი ნადარეიშვილი: ტურიზმის ინდუსტრიაში რეკორდული მაჩვენებლების მიღწევაში ხაზგასასმელია მთავრობის ძალისხმევა პირდაპირი ფრენებისა და სიხშირეების გაზრდის კუთხით

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, მიმდინარე წლის 6 თვეში ტურისტული ვიზიტებისა და საერთაშორისო მოგზაურების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს როგორც ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის, ისე უშუალოდ ტურიზმის განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიმართულებით.
„ამ კუთხით ხაზგასასმელია ის ძალისხმევა, რომელსაც მთავრობა დებს პირდაპირი დაკავშირებადობის, პირდაპირი ფრენების როგორც სიხშირეების, ასევე ავიამიმართულებების გაზრდაში. მიმდინარე წელი ამ მხრივაც გამოირჩეოდა, ვგულისხმობ, როგორც აღვნიშნე, ახალ ავიამიმართულებებს, ახალი ავიაკომპანიების ოპერირებასა და გაზრდილ სიხშირეებს“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ზრდა ძირითადად, ფიქსირდება იმ პრიორიტეტულ, სტრატეგიულ მიმართულებებზე, რომლებზეც საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმის ადმინისტრაცია მუშაობს ტურიზმის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში - ეს არის ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, საიდანაც 10 პროცენტზე მეტი ზრდა გვაქვს ამ პერიოდში, მათ შორის, ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა იტალია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო, პოლონეთი, საბერძნეთი და სხვა ქვეყნები.
ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა ყურის ქვეყნებიდან ვიზიტების რეკორდული რაოდენობაც, რომლებიც ასევე სტრატეგიული მიმართულებებია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.
2025 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს - 2.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.9 პროცენტით მეტია, ასევე რეკორდულია საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობაც, რომელმაც 3.2 მილიონი შეადგინა. იგივე საანგარიშო პერიოდში, 2024 წელთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 4.4%-ით, საერთაშორისო ვიზიტორების 4.6%-ით, ხოლო საერთაშორისო ტურისტების ოდენობა 6.9%-ით გაიზარდა. საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 2025 წლის II კვარტალშიც და ისტორიული მაქსიმუმი - 1.3 მილიონი ვიზიტი შეადგინა.
მიმდინარე წლის 6 თვეში, ევროკავშირის ქვეყნებიდან (დიდი ბრიტანეთის გათვალისწინებით) ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 10.2%-ია. მათ შორის ვიზიტები გაიზარდა საბერძნეთიდან (+28.2%), იტალიიდან (+26.1%;), ესპანეთიდან (+25.9%;), გაერთიანებული სამეფოდან (+25.8%;), პოლონეთიდან (+21.9%; ), გერმანიიდან (+4.2%; ) და სხვა. იგივე საანგარიშო პერიოდში, რეკორდული, 47,430 ვიზიტი განხორციელდა ყურის ქვეყნებიდან (ზრდა +10.5%), მათ შორის ვიზიტები გაიზარდა საუდის არაბეთიდან (+20.8%;); კატარიდან (+15.9%;) და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან (+12.5%;).
1752138757
ახალი ამბებიკახა კალაძე: ევროპული მომავალი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, სამართლიანობაზეა დაფუძნებული - დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია ამ ყველაფრისგან დაცლილია
„დღევანდელი ევროპა, ფაქტობრივად, დაცლილია იმ სამართლიანობისგან და ძირითადი ფუნდამენტებისგან, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის მიერ საქართველ...
1752138294
ახალი ამბებიკახა კალაძე: ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს არის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობა
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, ყველაზე მთავარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობაა. ამის შესახებ მან თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშ...
1752137821
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: თვითმარქვია პრეზიდენტ სალომეს რა უნდა, ვერ გავიგეთ, იქნებ ჩამოყალიბდეთ, რა რჩევებს აძლევთ ოპოზიციას, დაიბნა ხალხი, სიგიჟეების ფოიერვერკია
ვერ გავიგეთ, ამ თვითმარქვია პრეზიდენტ სალომეს რა უნდა, თან ამბობს, ბოიკოტი შედეგის მომტანი არ არისო, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობაც არაფრის მომტანი იქნებაო, კითხვა გვაქვს, რა გავაკეთოთ, ჩამოვყალიბდეთ,...
1752136735
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს გივი მიქანაძე შსს-ს აკადემიაში საქმიანობისას ჩემთვის ხურავდა აკადემიის აუზს, საუბარია აუზზე, რომელიც თვალით არ მინახავს, სამარცხვინო ტყუილებს კადრულობს ეს ტელევიზია
რამდენიმე დღის წინ „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა გივი მიქანაძის საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ითქვა, თითქოს ის ჩემთვის ხურავდა აკადემიის აუზს, საუბარი...
1752135725
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ გადასაწყვეტი არ არის, არჩევნები როგორ ჩატარდება - არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს
„ნაცმოძრაობის“ გადასაწყვეტი არ არის, არჩევნები როგორ ჩატარდება. არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნ...