მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოში ტურისტული ვიზიტების ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს - 2.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია

საქართველოში ტურისტული ვიზიტების ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 2025 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, ისტორიულ მაქსიმუმს - 2.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.9 პროცენტით მეტია, ასევე რეკორდულია საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობაც, რომელმაც 3.2 მილიონი შეადგინა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს მაჩვენებლები მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია, რომლის მიზანია ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, რაც დადებითად აისახება სხვადასხვა დარგების, მათ შორის, ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის განვითარებაზე.
„ტურიზმისა და ავიაციის რეკორდული ციფრების სტატისტიკა სწორედ იმას მიანიშნებს, რომ მთავრობის პოლიტიკა სწორია და ხელს უწყობს არა მხოლოდ ამ დარგების განვითარებას, არამედ, ზოგადად, ეკონომიკის წინსვლას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას. ჩვენ, ერთი მხრივ, ვიმუშავეთ პირდაპირი ფრენების დანიშვნაზე სამიზნე ქვეყნებთან და მეორე მხრივ, სწორმა მარკეტინგულმა კამპანიამ გამოიღო ის შედეგი, რაც დღეს ტურიზმის ინდუსტრიაში რეკორდულ ციფრებში გამოიხატება. მიმდინარე წელი გამოირჩეოდა ახალი ავიამიმართულებების, ახალი ავიაკომპანიების საქართველოს ბაზარზე შემოყვანით და გაზრდილი სიხშირეებით, რაც პირდაპირ კავშირშია ტურისტული ვიზიტების ზრდასთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ოპერირებს 70-ზე მეტი ავიაკომპანია 110-ზე მეტი მიმართულებით.
განსაკუთრებით გამოვყოფდი რეკორდულ მაჩვენებლებს მთავარი სამიზნე ბაზრებიდან - ევროკავშირიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ყურის ქვეყნებიდან, რაც ცალსახად უკავშირდება როგორც პირდაპირი ფრენების ზრდას, ისე მარკეტინგული აქტივობების გააქტიურებას. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო კვარტლებში სამიზნე ბაზრებიდან კვლავ რეკორდული ოდენობის ტურისტი ჩამოვა,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ორ კვარტალში ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 201,986 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.2%-იანი ზრდაა - საერთაშორისო ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა საბერძნეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან და ა.შ.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ტურისტული ვიზიტების რეკორდულ ზრდაზე ყურის ქვეყნებიდან - 2025 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, საქართველოში, 47,430 ვიზიტი შედგა, რაც 10.5%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთაშორისო ვიზიტები განსაკუთრებით გაიზარდა საუდის არაბეთიდან, კატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტების რაოდენობა აზერბაიჯანიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან.
1752138757
ახალი ამბებიკახა კალაძე: ევროპული მომავალი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, სამართლიანობაზეა დაფუძნებული - დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია ამ ყველაფრისგან დაცლილია
„დღევანდელი ევროპა, ფაქტობრივად, დაცლილია იმ სამართლიანობისგან და ძირითადი ფუნდამენტებისგან, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის მიერ საქართველ...
1752138294
ახალი ამბებიკახა კალაძე: ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს არის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობა
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, ყველაზე მთავარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობაა. ამის შესახებ მან თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშ...
1752137821
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: თვითმარქვია პრეზიდენტ სალომეს რა უნდა, ვერ გავიგეთ, იქნებ ჩამოყალიბდეთ, რა რჩევებს აძლევთ ოპოზიციას, დაიბნა ხალხი, სიგიჟეების ფოიერვერკია
ვერ გავიგეთ, ამ თვითმარქვია პრეზიდენტ სალომეს რა უნდა, თან ამბობს, ბოიკოტი შედეგის მომტანი არ არისო, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობაც არაფრის მომტანი იქნებაო, კითხვა გვაქვს, რა გავაკეთოთ, ჩამოვყალიბდეთ,...
1752136735
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს გივი მიქანაძე შსს-ს აკადემიაში საქმიანობისას ჩემთვის ხურავდა აკადემიის აუზს, საუბარია აუზზე, რომელიც თვალით არ მინახავს, სამარცხვინო ტყუილებს კადრულობს ეს ტელევიზია
რამდენიმე დღის წინ „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა გივი მიქანაძის საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ითქვა, თითქოს ის ჩემთვის ხურავდა აკადემიის აუზს, საუბარი...
1752135725
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ გადასაწყვეტი არ არის, არჩევნები როგორ ჩატარდება - არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს
„ნაცმოძრაობის“ გადასაწყვეტი არ არის, არჩევნები როგორ ჩატარდება. არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნ...