მამუკა მდინარაძე ოპოზიციის აქციებზე: მე უკვე ვიცი და სასკანდალოც ამაში არაფერია, რომ მათი დამფინანსებლები, პატრონები ხარჯვის დოკუმენტებს ითხოვენ, ზოგმა შეიძლება პატიოსნად დახარჯა და ზოგმა გაფლანგა

„მე უკვე ვიცი და სასკანდალოც ამაში არაფერია, რომ მათი დამფინანსებლები, პატრონები ხარჯვის დოკუმენტებს ითხოვენ. ზოგმა შეიძლება პატიოსნად დახარჯა და ზოგმა გაფლანგა“, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპოზიციის მიერ მართულ აქციებზე საუბრისას.
წამყვანმა მას ჰკითხა, იყო თუ არა მისთვის რაიმე სიახლე და რასაც არ ელოდა იმ ჩანაწერში, სადაც სალომე ზურაბიშვილი და უჩა ნანუაშვილი პრანკერების მახეში გაებნენ.
„არ დამიჯერებთ, მაგრამ არ მისმენია [ჩანაწერისთვის]. ვერ მოვასწარი, მაგრამ რაღაცები წავიკითხე. პრინციპში აღიარება იყო. დიდი გაკვირვება არ გამოუწვევია, რადგან ახალი ამბავი ეს არ ყოფილა. ყველამ ვიცოდით, რომ ეს [აქციების უცხოეთიდან დაფინანსება] ხდებოდა. დაფინანსებიდან დაწყებული, ჯგუფების შექმნას რომ ცდილობდნენ, ამაზე ხომ ვლაპარაკობდით?! ახლა უფრო კარგად გამოჩნდა, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. სრულ აგონიაში არიან [ოპოზიცია] ერთი მთავარი მიზეზის გამო - რეალურად ეს არ იყო გულწრფელი პროტესტი. ვიღაც შეიძლება აღმოჩნდა იქ, ვინც მოტყუვდა და გულწრფელად გააპროტესტა, დაიჯერა, რომ ჩელიაბინსკში გაიღვიძა, მაგრამ რეალურად პირდაპირ პროპორციული გახდა პროტესტის და მუხტის ხარისხი ფულის შემოდინებასთან.
შემოვიდა ნაკლები ფული, პროტესტი მინავლდა, იყო მეტი ფული - პროტესტი უფრო ძლიერი იყო. როცა პირდაპირპროპორციულია ფულის შემოდინება და პროტესტის ხარისხი, ამან ალბათ უნდა დაგაფიქროს, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. დღეს რადგან ფული იმდენი აღარ აქვთ, პროტესტის ხარისხიც ისეთია, რამდენი ფულიც აქვთ. იმდენი ფული დახარჯეს, რომ პროტესტი კიდევ უფრო მეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ დღეს რა საშუალებაც შეიძლება აქვთ მატერიალური, ისიც მეტ მუხტს უზრუნველყოფს ხოლმე სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ საქართველოში ეს ვერ მოხდა. ამას განაპირობებს ჩვენი სიმართლე, მეორე - ოპოზიციის და მდიდარი „ენჯეოების“ და საერთო ჯამში, აგენტურის უნიათობა. მე უკვე ვიცი და სასკანდალოც ამაში არაფერია, რომ მათი დამფინანსებლები, პატრონები ხარჯვის დოკუმენტებს ითხოვენ. ზოგმა შეიძლება პატიოსნად დახარჯა და ზოგმა გაფლანგა“, - აღნიშნა მდინარაძემ.
1745558885
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ რუსეთი საკმაოდ დიდ დათმობაზე წავიდა, როდესაც უკრაინა მთლიანად არ აიღო
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი საკმაოდ დიდ დათმობაზე წავიდა, როდესაც უკრაინა მთლიანად არ აიღო. აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, იონას გაჰრ სტიორ...
1745557307
ახალი ამბებივლადიმერ ბოჟაძე: ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი ქვეყანაში არეულობასა და დესტაბილიზაციის არ დაუშვებს
ფაქტობრივად იყო საუბარი რევოლუციურ სცენარზე, მათ შორის შეიარაღებულ ადამიანებზე - ის რაც ჩვენ ფაქტობრივად ვნახეთ კიდევაც დეკემბრის აქციების დროს, - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო...
1745527323
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ოპოზიციას ვინ ეკითხება თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას - რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემგადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არ...
1745522252
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. „ამერიკის საგანმანათლებლო, კულტურული და ეროვნული უსაფრთხოების...
1745517412
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ როლანდ მესხი დაინიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ როლანდ მესხი დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როლანდ მესხი მრავალი წლის განმ...