ლევან დავითაშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრა მოიცავდა საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტს

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტს. რა თმა უნდა, შევეხეთ ასევე გასულ წლებში არსებულ პრობლემებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებობდა, მაგრამ ძირითადი აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის პერსპექტივებზე, სადაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისა და საქართველოს პოზიციები სრულ თანხვედრაშია - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რომელიც ფინანსთა მინისტრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად ქ. ვაშინგტონში იმყოფება.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში საინტერესო შეხვედრები შედგა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაში, სადაც განხილული იყო დაფინანსების პერსპექტივები საქართველოში, რაც, მინისტრის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში უწყვეტად მოდიოდეს საერთაშორისო დაფინანსებები მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად, თუმცა, პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ამის პარალელურად, ასევე საინტერესოა ამერიკაში ყოფნის დროს ახალ ადმინისტრაციასთან მჭიდრო დიალოგი.

„შესაბამისად, პარალელურად გვაქვს ორმხრივი შეხვედრები, ძირითადად, კოლეგა უწყებებთან, მაგრამ ეს შეხვედრები დავიწყეთ სახელმწიფო დეპარტამენტით იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური კუთხით გვქონდეს საკმაოდ მკაფიო პოზიციები - ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა სხვადასხვა სახის თანამშრომლობისთვის, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ინტერესი და მიზანია, რომ ააწყოს თანამშრომლობა პოზიტიურ დღის წესრიგზე და გამოინახოს ისეთი მიმართულებები, სადაც ორივე ქვეყნისთვის იქნება ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა. მინისტრის განცხადებით, ზუსტად ეს მიმართულებები უნდა გადაითარგმნოს შემდგომ კონკრეტულ სამოქმედო გეგმებში.

„ამაზე იყო სრული მხარდაჭერა, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტში, რადგან ეს არის, ზოგადად, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ხედვა და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო დეპარტამენტიც ამ ხედვის განხორციელების მომხრეა. ძალიან ბევრ მიმართულებას შევეხეთ სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის დროს და შემდგომში დიალოგი გაგრძელდა უკვე კონკრეტულ, შესაბამის უწყებებში, მათ შორის, ეს იყო კომერციის დეპარტამენტი, სახაზინო დეპარტამენტი და ა.შ. გვექნება ასევე შეხვედრები ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელთან, შემდეგ შეხვედრებს გავაგრძელებთ თეთრ სახლში და ადმინისტრაციის ბევრ წარმომდგენელთან გვექნება ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია, ბევრ საკითხს დავფარავთ“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯერ სამი თვეც არ არის, რაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია თეთრ სახლში შევიდა და აქედან გამომდინარე, ბევრი რამ ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია, მათ შორის, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით, რაც აღნიშნული იყო შეხვედრების ყველა ეტაპზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745561188

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმი...

მიხეილ ყაველაშვილი

1745558885

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთი საკმაოდ დიდ დათმობაზე წავიდა, როდესაც უკრაინა მთლიანად არ აიღო

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი საკმაოდ დიდ დათმობაზე წავიდა, როდესაც უკრაინა მთლიანად არ აიღო. აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, იონას გაჰრ სტიორ...

დონალდ ტრამპი

1745557307

ახალი ამბები

ვლადიმერ ბოჟაძე: ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი ქვეყანაში არეულობასა და დესტაბილიზაციის არ დაუშვებს

ფაქტობრივად იყო საუბარი რევოლუციურ სცენარზე, მათ შორის შეიარაღებულ ადამიანებზე - ის რაც ჩვენ ფაქტობრივად ვნახეთ კიდევაც დეკემბრის აქციების დროს, - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო...

ვლადიმერ ბოჟაძე

1745527323

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას ვინ ეკითხება თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას - რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ

 პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემგადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არ...

მდინარაძრ

1745527075

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე ოპოზიციის აქციებზე: მე უკვე ვიცი და სასკანდალოც ამაში არაფერია, რომ მათი დამფინანსებლები, პატრონები ხარჯვის დოკუმენტებს ითხოვენ, ზოგმა შეიძლება პატიოსნად დახარჯა და ზოგმა გაფლანგა

 „მე უკვე ვიცი და სასკანდალოც ამაში არაფერია, რომ მათი დამფინანსებლები, პატრონები ხარჯვის დოკუმენტებს ითხოვენ. ზოგმა შეიძლება პატიოსნად დახარჯა და ზოგმა გაფლანგა“, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“...

მამუკა მდინარაძე