მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთთან პირდაპირი ფრენებზე: ეს გადაწყვეტილება და მიღწეული შედეგი ძალიან დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე
„ეს გადაწყვეტილება და მიღწეული შედეგი ძალიან დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთთან პირდაპირი ფრენებზე საუბრისას.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მასპინძლობს წამყვან ჩინურ მედიას, რომელიც მომდევნო დღეების განმავლობაში გაეცნობა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს.
„ჩვენ პირველი რეისით ასევე ვმასპინძლობთ წამყვან ჩინურ მედიას, რომელიც მომდევნო დღეების განმავლობაში გაეცნობა ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს. ისინი იმოგზაურებენ ჩვენი ქვეყნის გარშემო, გააკეთებენ სიუჟეტებს, დაწერენ სტატიებს, რომლებიც ჩინეთში ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას დაეხმარება.
ეს დღე ნათლად ასახავს ამ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშესახებ შედეგს. პირდაპირი ფრენები, გაზრდილი ეკონომიკური კავშირები, გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, ისევე როგორც აქტიური მიმოსვლა სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში, ეს არის მკაფიო დემონსტრირება იმისა, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული თანამშრომლობა ქვეყნებს შორის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს ორ ქვეყანას შორის, ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
1784556471
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე: აშშ-დან ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი
„ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თ...
1784554422
ახალი ამბებიდაზიანებული ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო - საავტომობილო“ შეჩერებული იქნა უცხო ქვეყნიდან შემოსული 13 350 ცალი ვარდის ტოტით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება. ინფ...
1784554251
საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახალი უწყება - „ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგრო სერვისების სააგენტო“, შეიქმნა
საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, დღეიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და...
1784553780
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6315 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6327 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1784553334
მსოფლიოირანის პრეზიდენტი: ირანი აშშ-სთან სრულმასშტაბიან ომში იმყოფება
ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშქიანი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა აშშ-სთან „სრულმასშტაბიან ომში“ იმყოფება და თეირანი მზად უნდა იყოს ამ დაპირისპირების შედეგების მისაღებად. „რეალობა ის არის, რომ დღეს ირანის...






























