„მეორე შეთავაზება მზადაა...“ - ნიუკასლი-მამარდაშვილი

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას დასატოვებლად ემზადება. 23 წლის მეკარე სეზონის ბოლოს ესპანურ გუნდს 100% დატოვებს. უკვე ცნობილია რომელი კლუბები იჩენენ მამარდაშვილის მიმართ ინტერესს, საქმეში ატლეტიკო მადრიდი და ნიუკასლი არიან, თუმცა უფრო მეტს ინგლისური გუნდი აქტიურობს.


ორი დღის წინ ნიუკასლის პირველი შეთავაზების შესახებ უკვე დაიწერა: €25 მილიონი + ბონუსები - აღნიშნული ვალენსიამ დაბლოკა, თუმცა ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ინგლისური კლუბი მზადაა შეთავაზება გაზარდოს! საუბარია €35 მილიონსა და დამატებით ბონუსებზე.

ნიუკასლი მამარდაშვილის ტრანსფერის დახურვას ევრო 2024-მდე ცდილობს, რადგან მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურება.

უახლოეს პერიოდში გავიგებთ, ნიუკასლის მეორე შეთავაზებაზე რა პასუხი ექნება ესპანურ გუნდს.

წყარო: https://lagazzetta.ge/news/niukasli-mamardashvili-meore-shetavazeba-mzadaa

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1718540969

საზოგადოება

გლდანში ნაძვები იწვის

თბილისში, გლდანში საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ხანძარია. აღნიშნული ფაქტის შესახებ თვითმხილველმა ადგილიდან გვაცნობეს. არსებული ცნობით, ცეცხლი ნაძვებს უკიდია. დამატებით დეტალებს ვარკვევთ.

ხანძარიხანძარი

1718537836

სპორტი

„გუნდში ძალიან მაგარი გარემოა და იმედია ამ ყველაფერს სტადიონზე გადავიტანთ თამაშის დროს“ - ზურიკო დავითაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ზურიკო დავითაშვილის თქმით, გუნდში მაგარი გარემოა. ამასთან, დავითაშვილი ამბობს, რომ ქართველი ქომაგები მათ მეტ მოტივაციას აძლევენ....

ზურიკო დავითაშვილი

1718534963

ახალი ამბები

გერმანიაში საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთებით ფეხბურთის ქართველ გულშემატკივართა პირველი ჯგუფი გაემგზავრა

16 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა, რომლითაც გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთებით საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი...

ხალხიხალხიხალხი

1718533973

საზოგადოება

მზექალა შანიძე „ნატო ვაჩნაძის პრემიის“ გამარჯვებული გახდა

გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ნატოობის 120 წლისთავი მასშტაბურად აღინიშნა. ნატო ვაჩნაძის ფონდის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით "ნატო ვაჩნაძის პრემიის'' გამარჯვებული წელს ქალბატონი მზექალა შ...

მზექალა შანიძე

1718526625

საზოგადოება

მთავრობის მიერ გერმანიაში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარის შემდეგ სალომე კორკოტაშვილმა აჭარის მთავრობის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე იმღერა

მომღერალმა სალომე კორკოტაშვილმა, იგივე სალიომ, მთავრობის მიერ გერმანიაში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა მეორე დღეს, ბათუმში, აჭარის მთავრობის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე ბენდთან ე...

სალომე კორკოტაშვილ