გერმანიაში საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთებით ფეხბურთის ქართველ გულშემატკივართა პირველი ჯგუფი გაემგზავრა

16 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა, რომლითაც გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთებით საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი გაემგზავრა. ისინი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გერმანიაში სტადიონზე უგულშემატკივრებენ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ევრო 2024-ზე სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებენ: Eurowings, Wizz Air, Hi Sky და Georgian Wings.

ყველა სუბსიდირებული რეისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგზეა მორგებული. თბილისსა და ქუთაისიდან ჩარტერული რეისები დორტმუნდის, ჰამბურგის, კიოლნისა და დიუსელდორფის მიმართულებით შესრულდება.

დაგეგმილია 17 ჩარტერული რეისის შესრულება. ამ დროისთვის, ჯამში 5220 ბილეთი გაიყიდა.

საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ჩარტერულ რეისებზე სუბსიდირებული ავიაბილეთების ყიდვა ფეხბურთის გულშემატკივრებს 2024 წლის 24 მაისიდან ონლაინ პორტალზე TKT.GE შეუძლიათ. ამასთან, ბილეთს სუბსიდირებულ ფასად მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეიძენენ.

ამასთან, მგზავრი ვალდებულია აეროპორტში რეგისტრაციისას ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ავიაბილეთის სრული და არა სუბსიდირებული ფასის გადახდა მოუწევს. მგზავრი ბილეთს ელექტრონული ფოსტით მიიღებს და ვალდებულია, სარეგისტრაციოდ შესაბამის აეროპორტში გაფრენამდე სამი საათით ადრე გამოცხადდეს.

სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება იქნება EUR 195. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს EUR 390-ს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1719335509

სპორტი

„საქართველოს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ თურქეთთან და ჩეხეთთან“ - რობერტო მარტინესი

პორტუგალიის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებთან გასამართ მატჩამდე კომენტარი გააკეთა და ვილი სანიოლის გუნდი შეაქო.  „საქართველოს ძალიან კარგი...

რობერტო მარტინესი

1719331844

სოციალური მედია

„სიყვარულის ბიჭი ხარ“ - რა კადრებს აქვეყნებს დათი ქოქრაშვილის დედა?

დათი ქოქრაშვილი საზოგადოებამ შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შემდეგ გაიცნო. დათის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს შვილის ფოტოებსა და ვიდეოებს და დათის ჯანმრთელობის მდგომარ...

დათი ქოქრაშვილი

1719329492

ახალი ამბები

ქობულეთში გამოძახებაზე მისული პოლიციელი დაჭრეს

ქობულეთში გამოძახებაზე მისული პოლიციელი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია ექსკლუზივს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სამართალდამცველს მძიმე დაზიანება არ მიუღია. დაშა...

ააა

1719327389

ახალი ამბები

ტორნადო კახეთში - დაზიანებულია ალავერდის ტაძრის გუმბათი, მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია ავტომობილები

კახეთის მხარეს, კერძოდ ახმეტის მუნიციპალიტეტს ტორნადომ გადაუარა. ადგილობრივები სოციალურ ქსელში სტიქიის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას ავრცელებენ.  კადრებიდან ირკვევა, რომ დაზიანებულია ალაბერდის ტაძრის გუ...

ტორნადო კახეთში

1719324818

სოციალური მედია

დავით ხუჯაძე 49 წლის იუბილეს ბაქოში შეხვდა - კადრები ადგილიდან

მომღერალ დათო ხუჯაძეს დაბადების დღე აქვს. იგი 49 წლის გახდა. საკუთარ იუბილეს მომღერალი ბაქოში შეხვდა, საიდანაც კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. მეგობრებმა და კოლეგებმა სადღესასწაულო ტორტზე სანთელი ღ...

დათო ხუჯაძე