მეუფე შიო: წმინდა ეკლესიამ პეტრე და პავლე მოციქულებს მიანიჭა საპატიო წოდება - მოციქულთა თავნი, ვინაიდან მათ განსაკუთრებით დიდი შრომა გასწიეს სახარების გავრცელების საქმეში

 „წმინდა ეკლესიამ პეტრე და პავლე მოციქულებს მიანიჭა საპატიო წოდება - მოციქულთა თავნი, ვინაიდან მათ განსაკუთრებით დიდი შრომა გასწიეს სახარების გავრცელების საქმეში. სულიწმინდის მადლით მუდამ განმტკიცებულებმა, მათ მოხიბლეს ადამიანთა გულები თავიანთი ქადაგებით, დაადუმეს იმჟამინდელ ბრძენთა ბაგეები და ათასობით, ათიათასობით ადამიანი მოაქციეს ქრისტესკენ...“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) პეტრე-პავლობას იქადაგა.

მან მორწმუნეებს პეტრესა და პავლეს ხსენების დღე მიულოცა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს - წმინდათა თავთა მოციქულთა, პეტრესა და პავლეს ხსენებას.

წმინდა ეკლესიამ ამ მოციქულებს მიანიჭა ასეთი საპატიო წოდება - მოციქულთა თავნი, ვინაიდან მათ განსაკუთრებით დიდი შრომა გასწიეს სახარების გავრცელების საქმეში. სულიწმინდის მადლით მუდამ განმტკიცებულებმა, მათ მოხიბლეს ადამიანთა გულები თავიანთი ქადაგებით, დაადუმეს იმჟამინდელ ბრძენთა ბაგეები და ათასობით, ათიათასობით ადამიანი მოაქციეს ქრისტესკენ.

დღეს წაკითხულ სამოციქულო საკითხავში იყო ნახსენები ის ჭირი და მწუხარება, რომელთა გადატანაც უწევდათ მათ. „ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა გამოგვაჩინა როგორც სიკვდილმისჯილები“ (I კორ. 4, 9), - წერს პავლე მოციქული კორინთელებს, - „ვითმენთ შიმშილს, წყურვილს, სიშიშვლეს, გვემას, მიუსაფრობას, გვაგინებენ და ვლოცავთ, გვდევნიან და ვითმენთ, ვართ, როგორც ნაგავი ქვეყნისა, თითქოს ნაგავი ქვეყნისა და ყველას მიერ ნაქელი მტვერი“ (I კორ. 4, 11-13), ნაქელი, ე. ი. გათელილი.

 

თქვენ იცით, რომ მოციქულ პეტრეს, სანამ იგი ქრისტეს მოწაფე გახდებოდა, სიმონი ერქვა და მაცხოვარმა მას პეტრე დაარქვა, რაც ნიშნავს კლდეს. იგი გახდა მხურვალე მოწაფე და მუდმივი თანამგზავრი უფლისა. პეტრე მოციქული იყო პირველი, ვინც აღიარა ქრისტე ძე ღმერთად. დღეს მოისმინეთ ეს წმინდა სახარებაში. მან მოციქულთა სახელით ყველას მაგივრად წარმოთქვა ეს აღიარება. როდესაც ქრისტეს აღდგომის ამბავი შეიტყო, იგი პირველი გაიქცა საფლავისკენ და მოგვიანებით უთხრა უფალს: „უფალო, შენ იცი, რომ მე შენ მიყვარხარ“ (ინ. 21, 15). სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ პეტრე მოციქული იყო პირველი, რომელმაც დაიწყო ხმამაღლა ქადაგება ქრისტესი და მრავალი ადამიანი მოაქცია სარწმუნოებაზე. იგი მოწამებრივად აღესრულა: ჯვარზე თავქვე იყო გაკრული და თავისი სისხლით დაამტკიცა მაცხოვრისადმი სიყვარული და ერთგულება.

რაც შეეხება პავლე მოციქულს, ეკლესიის ისტორიაში არ მოიძებნება სხვა ადამიანი, რომელიც ქრისტიანულ სამყაროში ისევე ცნობილი ყოფილიყო, როგორიც იყო პავლე მოციქული და როგორიც არის დღესაც.

თქვენ იცით, რომ სანამ სამოციქულო ღვაწლს დაიწყებდა, მას სავლე ერქვა და თვით უფალმა იესო ქრისტემ განანათლა იგი ჭეშმარიტების ნათლით. „გაუწყებთ, ძმანო, - წერს იგი გალატელებს, - რომ სახარება მე მივიღე და ვისწავლე არა ადამიანისგან, არამედ, იესო ქრისტეს გამოცხადებით“ (გალატ. 1, 11).

დიდი იყო პავლე მოციქულის ქადაგების ძალა, ძალიან ბევრი იღვაწა მან სახარების გავრცელებისთვის. მართალია, იგი არ იყო მოციქულთა შორის იესო ქრისტეს მიწიერ სიცოცხლის დროს, მაგრამ მან თავისი ნათელი გონებით გულისხმაჰყო, ჩაწვდა იმას, რომ იესო ქრისტე არის აღთქმული მესია, რომელიც მოვიდა კაცობრიობის სახსნელად.

 

ძალიან დიდი იყო ორივე მოციქულის ჯილდო ღვთისგან მათ მიწიერ სიცოცხლეშივე. პეტრე მოციქული ღირსი გახდა, უფალ იესო ქრისტეს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების მოწმე ყოფილიყო: თაბორის მთაზე ფერისცვალებისა და გეთსიმანიის ლოცვისა, ხოლო პავლე მოციქული, როგორც იცით, ღირსი გახდა მესამე ცამდე, ანუ სამოთხემდე ამაღლებისა, სადაც მან მოისმინა ენით გამოუთქმელი სიტყვები, რომელთა გადმოცემა ადამიანს არ ძალუძს.

 

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, სიტყვა „მოციქული“ ნიშნავს „წარგზავნილს“ და ჩვენც, ყველანი, ვართ წარგზავნილნი ღვთის მიერ ამქვეყნად, რომ შევიმეცნოთ და დავამოწმოთ ჭეშმარიტება ჩვენი ცხოვრებით, ე. ი. ვიცხოვროთ უფლის მცნებებით, რაც გვაახლოებს მოციქულებთან, განსაკუთრებით კი - მოციქულ პეტრესა და მოციქულ პავლესთან. ისინი თავიანთი ცხოვრებით გვასწავლიან: თუ შესცოდე, მოინანიე, თუ დაეცი, კვლავ ადექი, სულის სისუსტე თუ გამოავლინე, გამაგრდი ღვთის იმედით, ირწმუნე და შეიყვარე უფალი.

აი, ასეთი მართალი ცხოვრება ქრისტეში მიგვიყვანს მარადიული სიცოცხლის დამკვიდრებამდე, რისი ღირსიც, დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“, - იქადაგა მეუფე შიომ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752332726

ახალი ამბები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 50-ე სხდომაში მონაწილეობს

 საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანისა და პარლამენტის წევრის ანტონ ობოლაშვილის შემადგენლობით, პარიზში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ...

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 50-ე სხდომაში მონაწილეობს

1752330508

ახალი ამბები

20 ივლისამდე ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 90-ე კმ-ზე, სოფელ დიოკნისთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

 20 ივლისამდე ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 90-ე კმ-ზე, სოფელ დიოკნისთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს ინფრასტრუქტურ...

ზოგადი

1752323872

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: გვაქვს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც ავალდებულებს ქვეყანას, რომ იყოს ხელახალი გამოძიება 20 ივნისის საქმის, შესაბამისად, პროკურატურა იძიებს ამ საკითხს

 გვაქვს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც ავალდებულებს ქვეყანას, რომ იყოს ხელახალი გამოძიება 20 ივნისის საქმის. შესაბამისად, პროკურატურა იძიებს ამ საკითხს, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთ...

შალვა პაპუაშვილი

1752321762

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ზუსტად იგივე 5-იანი აწერია შუბლზე ყველას - გახარიასაც, ხაზარაძესაც, მელიასაც და ვაშაძესაც

 ეს არის ხელოვნური დაპირისპირება, იმის წარმოჩენის მცდელობა, თითქოს რადიკალური ოპოზიციაში არსებობენ „ნაცები“ და „არანაცები“. სინამდვილეში, ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ არის რადიკალური ოპოზიციის ერთი გუნდი...

შალვა პაპუაშვილშალვა პაპუაშვილ

1752320685

ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი შირაქის ველზე ხორბლის აღების პროცესს გაეცნენ

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროში ხორბლის აღების მიმდინარე პროცესს გაეცნენ. „ბოლო წლების სახელმწ...

პარლამენტის თავმჯდომარე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი შირაქის ველზე ხორბლის აღების პროცესს გაეცნენ