შალვა პაპუაშვილი: გვაქვს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც ავალდებულებს ქვეყანას, რომ იყოს ხელახალი გამოძიება 20 ივნისის საქმის, შესაბამისად, პროკურატურა იძიებს ამ საკითხს

 გვაქვს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც ავალდებულებს ქვეყანას, რომ იყოს ხელახალი გამოძიება 20 ივნისის საქმის. შესაბამისად, პროკურატურა იძიებს ამ საკითხს, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე გაიხსენა, რომ 20 ივნისის აქციაში მონაწილე ნიკა მელიას გირაო ბრიუსელმა გადაიხადა.

„სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს იყო შტურმი პარლამენტის და ამავე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დაშლის ოპერაციის დროს გადაცდომებთან დაკავშირებით გამოძიება არ იყო სრულყოფილი. ამიტომ, სტრასბურგის სასამართლოდან გვაქვს ორი მოცემულობა - პირველი: დადგინდა, რომ ეს იყო შტურმი, რომლის მიზანიც ხელისუფლების დამხობა იყო და აქვე გავახსენებ ყველას, რომ ევროკავშირი თავად იყო ჩართული იმაში, რომ ამ შტურმის მონაწილეები გარეთ ყოფილიყვნენ. შეგახსენებთ, ნიკა მელიას გირაო ბრიუსელს აქვს გადახდილი - პარლამენტის შტურმში მონაწილე ადამიანის გირაო. აქაც კიდევ ერთხელ ისმის კითხვის ნიშნები ბრიუსელის მიმართ, თუ რა პროცესებს ახალისებდა. და მეორე არის უკვე კანონიერ საზღვარს გამცდარი აქციის დაშლის ღონისძიება და ამ საკითხს იძიებს პროკურატურა. ვნახეთ, რომ ზუსტად გიორგი გახარიას მინისტრობის პირობებში ეს აქცია დაიშალა ისეთი მეთოდებით, რომლებმაც ზიანი მიაყენა მოქალაქეებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე იყოს გამოძიებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752334711

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სრულად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც ხორბლის წარმოებაში არსებობს და ეტაპობრივად გავზარდოთ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, დედოფლისწყაროში, ხორბლისა და ქერის შემნახველ საწარმოში მეხორბლე ფერმერებს შეხ...

დავით სონღულაშვილი

1752332726

ახალი ამბები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 50-ე სხდომაში მონაწილეობს

 საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანისა და პარლამენტის წევრის ანტონ ობოლაშვილის შემადგენლობით, პარიზში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ...

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 50-ე სხდომაში მონაწილეობს

1752330508

ახალი ამბები

20 ივლისამდე ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 90-ე კმ-ზე, სოფელ დიოკნისთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

 20 ივლისამდე ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 90-ე კმ-ზე, სოფელ დიოკნისთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს ინფრასტრუქტურ...

ზოგადი

1752329074

ახალი ამბები

მეუფე შიო: წმინდა ეკლესიამ პეტრე და პავლე მოციქულებს მიანიჭა საპატიო წოდება - მოციქულთა თავნი, ვინაიდან მათ განსაკუთრებით დიდი შრომა გასწიეს სახარების გავრცელების საქმეში

 „წმინდა ეკლესიამ პეტრე და პავლე მოციქულებს მიანიჭა საპატიო წოდება - მოციქულთა თავნი, ვინაიდან მათ განსაკუთრებით დიდი შრომა გასწიეს სახარების გავრცელების საქმეში. სულიწმინდის მადლით მუდამ განმტკიცებულ...

ლლლ

1752321762

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ზუსტად იგივე 5-იანი აწერია შუბლზე ყველას - გახარიასაც, ხაზარაძესაც, მელიასაც და ვაშაძესაც

 ეს არის ხელოვნური დაპირისპირება, იმის წარმოჩენის მცდელობა, თითქოს რადიკალური ოპოზიციაში არსებობენ „ნაცები“ და „არანაცები“. სინამდვილეში, ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ არის რადიკალური ოპოზიციის ერთი გუნდი...

შალვა პაპუაშვილშალვა პაპუაშვილ