საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 50-ე სხდომაში მონაწილეობს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანისა და პარლამენტის წევრის ანტონ ობოლაშვილის შემადგენლობით, პარიზში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 50-ე სხდომაში მონაწილეობს.
სესიის განხილვის მთავარი თემაა: „ფრანკოფონიის როლი კრიზისში მყოფ სამყაროში“.
დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოს საკითხთა კომიტეტების სხდომებში.
პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გიორგი კახიანმა დელეგატებს სიტყვით მიმართა:
„საქართველო ამჟამად არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, რაც როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებით არის განპირობებული. ჩვენი ტერიტორიის ოცი პროცენტი - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონები - ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შიდა, თუ რეგიონული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ განიცადა ძლიერი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა და მოახერხა, გამხდარიყო წარმატებული რეფორმებისა და სწრაფი განვითარების მისაბაძი მოდელი. საქართველომ დაამტკიცა, რომ ის სანდო პარტნიორია, გააჩნია ხელსაყრელი ბიზნესგარემო, აქვს ძლიერი ინსტიტუციური მოწყობა და ატარებს სანდო ეკონომიკურ პოლიტიკას.
საქართველოს ძალისხმევა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ჩვენ ვამაყობთ, რომ საერთაშორისო რეიტინგებში მუდმივად გვაქვს აღიარება ბიზნესის კეთების სიმარტივის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და არსებული დემოკრატიული მმართველობის გამო.
მდგრადი განვითარებისკენ მიმავალი გზა ეფუძნება ჩვენს კოლექტიურ უნარს, დავამყაროთ კავშირები, ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან და განვახორციელოთ ინოვაციები. ამ მხრივ საპარლამენტო დიპლომატიას განსაკუთრებული როლი აკისრია“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.
ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოს საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ანტონ ობოლაშვილმა აქცენტი საქართველოს ეკონომიკურ პროგრესსა და მიღწევებზე გააკეთა.
„2023 წელს საქართველოს წილად ხვდა პატივი, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური რიგით 48-ე სესია თბილისში ჩაეტარებინა - ეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული შემთხვევა იყო. ამ ღონისძიების ფარგლებში საქართველო ასამბლეის ასოცირებული წევრი გახდა, რითაც ჩვენს ურთიერთობებში ახალი თავი დაიწყო.
ბოლო წლებში საქართველო შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ ეკონომიკად ჩამოყალიბდა. გლობალური გამოწვევების, მათ შორის პანდემიის შედეგებისა და რეგიონული გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველომ შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მიაღწია დაბალ ინფლაციას და აჩვენა მთლიანი შიდა პროდუქტის მყარი ზრდა. ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით გადალახა გარე შოკები და 2021-2022 წლებში აჩვენა შთამბეჭდავი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რის შედეგადაც შეინარჩუნა ძლიერი ზრდის ტრაექტორია - 2023 წელს 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპით, 2024 წელს 9.5%-ით, ხოლო 2025 წლის იანვარ-აპრილისთვის მშპ-ის საშუალო ზრდა 8.8%-ს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი თანმიმდევრული რეფორმების, პასუხისმგებლიანი მმართველობისა და მდგრადი განვითარების მკაფიო ხედვის შედეგია, რაც ხელს უწყობს გამჭვირვალობას, კონკურენტუნარიანობას და ინვესტორების ნდობას.
ჩვენი მშპ აგრძელებს ზრდას, რაც განპირობებულია ვაჭრობის, ტურიზმისა და ინვესტიციების ზრდით. ჩვენი ტურიზმის სექტორი აგრძელებს აყვავებას - ყოველწლიურად საქართველო მასპინძლობს მილიონობით ვიზიტორს მთელი მსოფლიოდან, რაც ასახავს ჩვენს მზარდ გლობალურ მიმზიდველობას“, - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო მზადაა, წვლილი შეიტანოს საერთო მიზნების მიღწევაში და გააღრმაოს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა ფრანკოფონიის სამყაროს სხვა წევრ სახელმწიფოებთან.
„ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მონაწილეობას ფრანკოფონიაში და გვჯერა, რომ ეს საპარლამენტო ასამბლეა დარჩება საპარლამენტო დიპლომატიისა და თანამშრომლობის სასიცოცხლო პლატფორმად მსოფლიოში, რომელიც რთული გამოწვევების წინაშე დგას“, - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესიის გახსნით ნაწილში დელეგატებს სიტყვით მიმართეს: საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა იელ ბონ პივემ, საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტმა ჟერარ ლარშემ და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჰილარიონ ეტონგმა.
ღონისძიებას ესწრებოდა ასამბლეის წევრი 60-მდე ქვეყნის 400-ზე მეტი დელეგატი.
1752334711
ახალი ამბებიდავით სონღულაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სრულად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც ხორბლის წარმოებაში არსებობს და ეტაპობრივად გავზარდოთ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, დედოფლისწყაროში, ხორბლისა და ქერის შემნახველ საწარმოში მეხორბლე ფერმერებს შეხ...
1752330508
ახალი ამბები20 ივლისამდე ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 90-ე კმ-ზე, სოფელ დიოკნისთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
20 ივლისამდე ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 90-ე კმ-ზე, სოფელ დიოკნისთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს ინფრასტრუქტურ...
1752329074
ახალი ამბებიმეუფე შიო: წმინდა ეკლესიამ პეტრე და პავლე მოციქულებს მიანიჭა საპატიო წოდება - მოციქულთა თავნი, ვინაიდან მათ განსაკუთრებით დიდი შრომა გასწიეს სახარების გავრცელების საქმეში
„წმინდა ეკლესიამ პეტრე და პავლე მოციქულებს მიანიჭა საპატიო წოდება - მოციქულთა თავნი, ვინაიდან მათ განსაკუთრებით დიდი შრომა გასწიეს სახარების გავრცელების საქმეში. სულიწმინდის მადლით მუდამ განმტკიცებულ...
1752323872
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: გვაქვს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც ავალდებულებს ქვეყანას, რომ იყოს ხელახალი გამოძიება 20 ივნისის საქმის, შესაბამისად, პროკურატურა იძიებს ამ საკითხს
გვაქვს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც ავალდებულებს ქვეყანას, რომ იყოს ხელახალი გამოძიება 20 ივნისის საქმის. შესაბამისად, პროკურატურა იძიებს ამ საკითხს, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთ...
1752321762
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ზუსტად იგივე 5-იანი აწერია შუბლზე ყველას - გახარიასაც, ხაზარაძესაც, მელიასაც და ვაშაძესაც
ეს არის ხელოვნური დაპირისპირება, იმის წარმოჩენის მცდელობა, თითქოს რადიკალური ოპოზიციაში არსებობენ „ნაცები“ და „არანაცები“. სინამდვილეში, ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ არის რადიკალური ოპოზიციის ერთი გუნდი...