მიხეილ სარჯველაძე: თორნიკე რიჟვაძეს დადებითი დინამიკა აღენიშნება, რთულმა მდგომარეობამ გადაიარა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ექიმებს

„თორნიკე რიჟვაძის რთული დღეები უნაკლოდ და სწორად იქნა მართული ქართველი ექიმების მიერ. ჩვენი კლინიკების მზადყოფნა ასეთი შემთხვევების დროს დასაფასებელია“, - აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაიმედებელია.

„თორნიკე რიჟვაძეს დადებითი დინამიკა აღენიშნება. ოჯახის თხოვნით, იგი გადაყვანილი იქნა თურქეთში, საიდანაც საიმედო ცნობებია და იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად მოხდება მისი ჯანმრთელობის აღდგენა. ოჯახის ეს გადაწყვეტილება, აუცილებლობით არ ყოფილა ნაკარნახევი. მათ სრულფასოვნად აეხსნათ ინფორმაცია არსებული
მდგომარეობისა და რისკების მაქსიმალურად ნეიტრალიზების შესახებ, რასაც ბუნებრივია, ანგარიში გავუწიეთ.

რთულმა მდგომარეობამ გადაიარა და მადლობა ქართველ ექიმებს.

ასევე, საგარეჯოში ჩატარებული ოპერაციისა და სწორად წარმართული მკურნალობისთვის, მადლობა იქაურ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს. ოპერაცია შესანიშნავად ჩატარდა და შემდგომ მისი გადმოყვანა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხდა, სადაც რთული დღეები უნაკლოდ და სწორად იქნა მართული. მდგომარეობაც
შესაბამისად, დამაიმედებელი იყო. ამანაც შექმნა შესაძლებლობა, რომ მისი გადაყვანა მომხდარიყო თურქეთში. ეს პარამეტრები რომ არ გაუმჯობესებულიყო , ტრანსპორტირებაც პრობლემა იქნებოდა.

ჩვენი კლინიკების მზადყოფნა ასეთი შემთხვევების დროს დასაფასებელია. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა კლინიკის ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752138757

ახალი ამბები

კახა კალაძე: ევროპული მომავალი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, სამართლიანობაზეა დაფუძნებული - დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია ამ ყველაფრისგან დაცლილია

„დღევანდელი ევროპა, ფაქტობრივად, დაცლილია იმ სამართლიანობისგან და ძირითადი ფუნდამენტებისგან, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის მიერ საქართველ...

კახა კალაძე

1752138294

ახალი ამბები

კახა კალაძე: ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს არის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, ყველაზე მთავარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობაა. ამის შესახებ მან თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშ...

კახა კალაძე

1752137821

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: თვითმარქვია პრეზიდენტ სალომეს რა უნდა, ვერ გავიგეთ, იქნებ ჩამოყალიბდეთ, რა რჩევებს აძლევთ ოპოზიციას, დაიბნა ხალხი, სიგიჟეების ფოიერვერკია

ვერ გავიგეთ, ამ თვითმარქვია პრეზიდენტ სალომეს რა უნდა, თან ამბობს, ბოიკოტი შედეგის მომტანი არ არისო, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობაც არაფრის მომტანი იქნებაო, კითხვა გვაქვს, რა გავაკეთოთ, ჩამოვყალიბდეთ,...

ირაკლი ზარქუა

1752136735

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს გივი მიქანაძე შსს-ს აკადემიაში საქმიანობისას ჩემთვის ხურავდა აკადემიის აუზს, საუბარია აუზზე, რომელიც თვალით არ მინახავს, სამარცხვინო ტყუილებს კადრულობს ეს ტელევიზია

რამდენიმე დღის წინ „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა გივი მიქანაძის საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ითქვა, თითქოს ის ჩემთვის ხურავდა აკადემიის აუზს, საუბარი...

ირაკლი კობახიძე

1752135725

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ გადასაწყვეტი არ არის, არჩევნები როგორ ჩატარდება - არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს

„ნაცმოძრაობის“ გადასაწყვეტი არ არის, არჩევნები როგორ ჩატარდება. არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნ...

ირაკლი კობახიძე