„მსხვერპლს ცოლ-ქმარმა საპენსიო ბარათი ჩამოართვა და რამდენიმე თვის შემწეობა წაართვეს, მას არ აძლევდნენ არც კვების, არც გათბობის და არც შესვენების უფლებას“ - ახალი დეტალები თბილისში სექსუალური ექსპლუატაციის საქმეზე

სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი ქალის უმძიმესი ჩვენება - „კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დაკითხვის ოქმი, სადაც ის ჰყვება, რომ ტრეფიკიორი ცოლ-ქმარი დღეში, დაახლოებით, 8 მამაკაცთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა. 

კლიენტებისგან გამომუშავებული თანხის გარდა, ცოლ-ქმარმა მსხვერპლის საპენსიო ბარათი და შემწეობის თანხაც მიითვისა. დანაშაულის ადგილი მტკვრის მარცხენა სანაპიროა, სადაც ქალი იძულებით პროსტიტუციაში ოთხი წლის განმავლობაში იყო ჩართული. ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ცოლ-ქმარს ხელბორკილები დაადეს. 8 ტომიან საქმის მასალებში ფარული აუდიო-ვიდეო მასალებიც დევს.

ახალგაზრდა ქალის მცირეწლოვანი შვილი, ახლა მინდობით აღზრდაშია. თავად დედა ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში გადაიყვანეს. მან ოთხწლიანი სექსუალური ექსპლუატაციის შემდეგ დუმილი დაარღვია და დანაშაულში ამხილა მისივე ნაცნობი ცოლ-ქმარი - ხათუნა და ლევან აბულაძეები.

დაზარალებული ქალის მონათხრობს ამყარებს გამოძიების მიერ მოპოვებული ფარული სატელეფონო საუბრებიც. საქმის მასალებში დევს ჩანაწერები, სადაც ლევან აბულაძე სასაფლაოს ტერიტორიაზე მომხდარი ძალადობის შესახებ საუბრობს. ის ცოლს უყვება, თუ როგორ სცემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქუჩაში საკმარისი თანხა ვერ გამოიმუშავა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, აბულაძეებისთვის არარსებული ვალის გასასტუმრებლად, იძულებული იყო საღამოს შვიდი საათიდან დილის 12 საათამდე გზის პირას მდგარიყო და კლიენტებისთვის სქესობრივი ურთიერთობა შეეთავაზებინა. ჩვენებების გარდა, ფაქტს ფარული ჩანაწერიც ადასტურებს.

სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლს ცოლ-ქმარმა საპენსიო ბარათი ჩამოართვა და რამდენიმე თვის შემწეობა წაართვეს. მას არ აძლევდნენ არც კვების, არც გათბობის და არც შესვენების უფლებას.

"რუსთავი 2" თბილისში, ადამიანით ვაჭრობაში მხილებული ცოლ-ქმრის საცხოვრებელ მისამართზე იმყოფებოდა. მეზობლებისთვის ცნობილია, რომ აბულაძეები ტრეფიკინგისთვის დააკავეს. წყვილის საეჭვო საქმიანობის გამო კორპუსში ადგილობრივებმა ვიდეო კამერებიც კი დაამონტაჟეს.

ბრალდებულები მოსამართლის გადაწყვეტილებით უკვე წინასწარ პატიმრობაში არიან. ადვოკატი კომენტარს არ აკეთებს, თუმცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე "კურიერს" პროკურორი ესაუბრა. ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ ტრეფიკინგში მხილებული ცოლ-ქმარი უმკაცრესად დაისჯება.

პროკურორი ჰყვება, რომ ხათუნა და ლევან აბულაძეები მსხვერპლის უმწეო მდგომარეობას პირადი სარგებლისთვის იყენებდნენ. მათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდა ქალი ფინანსური შემოსავლის წყაროდ აქციეს. პროკურორის თქმით, დაზარალებულს მთელი ოთხი წლის განმავლობაში აიძულებდნენ პროსტიტუციას და ტრეფიკიორები სრულად განკარგავდნენ ქალის მიერ გამომუშავებულ თანხას. ბრალმდებელი ადასტურებს იმასაც, რომ დაზარალებული არაერთხელ გახდა ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნეც.

ხათუნა და ლევან აბულაძეები ახლა პენიტენციურ დაწესებულებაში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ცოლ-ქმარს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753160499

საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება 22 ივლისს საქართველოში

22 ივლისს საქართველოს უმეტეს რეგიონში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა. ტემპერატურა ქალაქების მიხედვით: გაგრა +29 - წვიმა სოხუმი +37 - მზიანი ზუგდიდი +30 - უმეტესად ღრუბლიან...

მზიანი ამინდი

1753130824

ახალი ამბები

პრემიერი - ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის

„აბსოლუტურად არავითარი კავშირი არ აქვს ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკის ზრდასთან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ვიზა...

პრემიერი - ირაკლი კობახიძე

1753129806

ახალი ამბები

პრემიერი: მუდმივი შანტაჟის და ზეწოლის მიუხედავად, იმდენად ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკა და გარემო აქვს ჩვენს ქვეყანას, ვახერხებთ პირველი ადგილის შენარჩუნებას ფართო რეგიონში და მთლიანად კონტინენტის მასშტაბით

„ჩვენ გვაქვს ძალიან ჯანსაღი ეკონომიკური გარემო და ძალიან ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა, ამის შედეგია ის, რომ 4 რევოლუციური მცდელობის მიუხედავად შევძელით და პირველ ადგილზე გავედით ფართო რეგიონში და ევ...

ირაკლი კობახიძე

1753128652

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს

„გახარიას არჩევნებამდე არავითარი პატიმრობა არ ემუქრებოდა, მიუხედავად ამისა, გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და დღეს რაღაც საბაბებს იგონებს, იმისათვის, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა“, - ამის შესა...

ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია

1753126944

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - არც ნოდარ მელაძეა სინამდვილეში „ნაცი“ და არც ლევან ხაბეიშვილი, ორივე არიან კორუფციის ბედკრული შვილები, როცა ფულზე იყიდება კაცი, იმას პოლიტიკური კუთვნილება აღარ აქვს

„სადაც საქმე გვაქვს კორუფციასთან, იქ არ არსებობს პოლიტიკური კუთვნილება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა. პრემიერის შეფასებით, თუ კაცი არის კორ...

ირაკლი კობახიძე