ნინო წილოსანი: ის კანონები, რომელიც საფუძვლად არის მოტანილი ვიზალიბერალიზაციის გაუქმების და შეჩერების წერილში, ემსახურება საქართველოს ინტერესს, შესაბამისად, ვერ იქნება აღქმული როგორც ობიექტური და სამართლიანი მოთხოვნა

ის კანონები, რომელიც საფუძვლად არის მოტანილი ვიზალიბერალიზაციის გაუქმების და შეჩერების წერილში, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესს, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი. მისი თქმით, შესაბამისად, ევროკომისიის წერილი ვერ იქნება აღქმული, როგორც სამართლიანი და ობიექტური მოთხოვნა.

„ამ მუქარის და შანტაჟის ავტორებისთვის კომფორტულია თუ ხელისუფლებაში იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ერთი მოთხოვნის შესაბამისად, ისევე როგორც 2008 წელს საქართველოს ჩართავდა ომში. ის კანონები, რომელიც საფუძვლად არის მოტანილი ვიზალიბერალიზაციის გაუქმების და შეჩერების წერილში, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესს და ამ შემთხვევაში, ეს რა თქმა უნდა ვერ იქნება აღქმული როგორც ობიექტური და სამართლიანი მოთხოვნა“, - აცხადებს წილოსანი.

ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს. მათ შორის ევროკავშირი ითხოვს გაუქმდეს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753184274

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: ჩვენ დღეს გავიგეთ რა არის ჯო უილსონის მხრიდან საქართველოს „სიყვარულისა“ და „მეგობრობის“ ფასი - ეს არის 360 000 დოლარი

ჩვენ დღეს გავიგეთ რა არის ჯო უილსონის მხრიდან საქართველოს „სიყვარულისა“ და „მეგობრობის“ ფასი - ეს არის 360 000 დოლარი, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშ...

ლევან მახაშვილი

1753181247

საზოგადოება

კახა კალაძე: ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას - ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ

არც გამჭვირვალობის კანონს და არც ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირში არ აქვს - ყველაზე მთავარი არის ის, რომ 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ევროპული ბიუროკრატია დაამარცხა...

კახა კალაძე

1753181216

ახალი ამბები

კახა კალაძე: რატომ უნდა გაუხარდეს ვიღაცას, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია შეუწყდეს? ცუდია, როდესაც ამ სიკეთეს გართმევენ

„რატომ უნდა გაუხარდეს ვიღაცას, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია შეუწყდეს? ცუდია, როდესაც ამ სიკეთეს გართმევენ“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დ...

კახა კალაძე

1753181178

ახალი ამბები

შემოსავლების სამსახური: 2025 წლის 21 ივლისის მდგომარეობით მედიაპლატფორმა - ,,ბათუმელებს“ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 282,191.97 ლარის ოდენობით

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2025 წლის 21 ივლისის მდგომარეობით მედიაპლატფორმა - ,,ბათუმელებს“ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 282,191.97 ლარის ოდ...

 შემოსავლების სამსახური

1753180061

საზოგადოება

„არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ უვიზო მიმოსვლას რაიმე კითხვის ნიშანი დაესვას. რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არადემოკრატიულია“ - კაია კალასის წერილის მთავარმა ადრესატმა მაკა ბოჭორიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილზე პირველ კომენტარს აკეთებს წერილის მთავარი ადრესატი. კაია კალასის ავტორობით მომზადებულ 8-პუნქტიან დოკუმენტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტ...

მაკა ბოჭორიშვილი