შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელმა რატომღაც ყველა ტრადიციული რელიგიის მხარდაჭერილი კანონის გაუქმება მოითხოვა, რომელზედაც ერიც და ბერიც შეთანხმებულია და წესით, უვიზო მიმოსვლასთან არანაირი კავშირი არ აქვს

რამდენიმე დღეა, პროპაგანდისტული მედია „არკვევს“, გვთხოვს თუ არა ბრიუსელი კაცების ძალად დათხოვებას და ყოველ წელს ასი ნარჩევი გოგო-ბიჭის მიგვრას. ამ ვითომდა „გამორკვევის“ მიზანი, სინამდვილეში, მათი პროპაგანდით ნაკვები აუდიტორიისთვის ემოციური შოკის დღიური რაციონის მიცემაა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის თქმით, „სერიოზული საკითხის არამოტივირებულ ღლიცინში გადატანა ხომ ნაცადი პროპაგანდისტული ხერხია, რათა მთავარი საკითხი ყურადღების მიღმა დარჩეს“.
„მთავარი კი ისაა, რომ ბრიუსელმა, რატომღაც (?), რეფერენდუმად გამოცხადებულ საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის მიერ ხმამიცემული და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად, ყველა ტრადიციული რელიგიის მიერ მხარდაჭერილი კანონის სრული გაუქმება მოითხოვა. იმ კანონისა, რომელზეც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ერიც და ბერიც შეთანხმებულია და რომელსაც უვიზო მიმოსვლასთან, წესით, არანაირი კავშირი არ აქვს.
ბრიუსელის მაამებელი პროპაგანდის კვალი ჩანს მედიის ქცევაშიც, რომლებიც არაფრის ძალით არ მიმართავენ ამ საკითხში „გარკვევის“ ყველაზე სწრაფ გზას, ევროკავშირის ელჩისთვის მარტივი კითხვების დასმას. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის ელჩი, როგორც სხვა დროს, არ დაზარდებათ და პასუხს გასცემს მათ კითხვებს:
- უნდა გაუქმდეს თუ არა, ერთნაირსქესიანთა ქორწინების და ქორწინების ალტერნატიული სამართლებრივი კავშირის აკრძალვა?
- უნდა გაუქმდეს თუ არა სქესის სამართლებრივად შეცვლის აკრძალვა?
- უნდა გაუქმდეს თუ არა ოფიციალურ დოკუმენტებში ბიოლოგიურისგან განსხვავებული სქესის მითითების აკრძალვა?
- უნდა გაუქმდეს თუ არა ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა?“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
1753181247
საზოგადოებაკახა კალაძე: ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას - ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ
არც გამჭვირვალობის კანონს და არც ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირში არ აქვს - ყველაზე მთავარი არის ის, რომ 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ევროპული ბიუროკრატია დაამარცხა...
1753181216
ახალი ამბებიკახა კალაძე: რატომ უნდა გაუხარდეს ვიღაცას, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია შეუწყდეს? ცუდია, როდესაც ამ სიკეთეს გართმევენ
„რატომ უნდა გაუხარდეს ვიღაცას, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია შეუწყდეს? ცუდია, როდესაც ამ სიკეთეს გართმევენ“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დ...
1753181178
ახალი ამბებიშემოსავლების სამსახური: 2025 წლის 21 ივლისის მდგომარეობით მედიაპლატფორმა - ,,ბათუმელებს“ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 282,191.97 ლარის ოდენობით
შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2025 წლის 21 ივლისის მდგომარეობით მედიაპლატფორმა - ,,ბათუმელებს“ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 282,191.97 ლარის ოდ...
1753180061
საზოგადოება„არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ უვიზო მიმოსვლას რაიმე კითხვის ნიშანი დაესვას. რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არადემოკრატიულია“ - კაია კალასის წერილის მთავარმა ადრესატმა მაკა ბოჭორიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილზე პირველ კომენტარს აკეთებს წერილის მთავარი ადრესატი. კაია კალასის ავტორობით მომზადებულ 8-პუნქტიან დოკუმენტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტ...
1753180014
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: როდესაც ვიღაც ასეთი მონდომებით აკეთებს განცხადებებს საქართველოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ამის ძალიან საფუძვლიანი ეჭვი არსებობდა, რომ ეს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ხდებოდა
როდესაც ვიღაც ასეთი მონდომებით აკეთებს განცხადებებს საქართველოსთან დაკავშირებით და სრულ თანხვედრაშია კონკრეტული პოლიტიკური ძალის ე.წ. მესიჯბოქსთან, რა თქმა უნდა ამის ძალიან საფუძვლიანი ეჭვი არსებობდა,...