ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთო/ოდირის საარჩევნო დასკვნის გადაწერის მცდელობა არის სრულიად მიუღებელი და დაღს ასვამს ჩვენს ნდობას, რომ ობიექტურად დააკვირდებიან არჩევნებს მომავალში

ეუთო/ოდირის საარჩევნო დასკვნის გადაწერის მცდელობა არის სრულიად მიუღებელი და დაღს ასვამს ჩვენს ნდობას, რომ ობიექტურად დააკვირდებიან არჩევნებს მომავლში, - განუცხადა “იმედის კვირას” საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძე იხსენებს, 2026 წლის მარტში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, დელეგაციის საქართველოში ვიზიტს და ამბობს, რომ მაშინ მათ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საკმაოდ საინტერესო განცხადებები გააკეთეს.

“მათ დაგმეს შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რაც არასდროს სხვა ორგანიზაციას არ გაუკეთებია. მათ განაცხადეს, რომ პარლამენტში არშესვლა არის დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. მათ განაცხადეს, რომ ძალადობა მიიღებელია როგორც პოლიციის მხრიდან, ასევე მიუღებელია ე.წ მშვიდობიანი პროტესტანტებისგან. ამ განცხადებების შემდეგ, რაღაც ჯგუფს დასჭირდა, რომ პოზიტიური მიმართულებით წასული პროცესი როგორღაც უკან დაებრუნებინა ჩვენი ე.წ ოპოზიციის სასარგებლოდა. სწორედ ამას ემსახურებოდა ჯო ვილსონის რეზოლუცია”, - განაცხადა სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე, იხსენებს 2025 წელს ოდირის ხელმძღვანელთან პორტოში გამართულ შეხვედრასაც.

“მითხრეს, რომ თანახმა იყვნენ, ჩამოსულიყვნენ თუ მათ ჩვენ მოვიწვევდით. ეს არის 2025 წლის ივლისი. შემდეგ გახსოვთ, რომ მოვწვიეთ ეს მისია, მაგრამ მათ განაცხადეს, რომ დრო არ ჰქონდათ მოსამზადებელი, რომ ჩამოსულიყვნენ. თუმცა, ასევე მინდა გითხრათ, ეს არის აბსურდი და ტყუილი, იმიტომ, რომ როდესაც რომელიმე ქვეყანაში ინიშნება ვადამდელი არჩევნები, ის ტარდება გამოცხადებიდან 45 დღეში. თუკი ვადამდელ არჩევნებზე ასწრებს ეუთო/ოდირი დაკვირვებას, მაშინ რატომ ვერ მოასწრო ადგილობრივ არჩევნებზე დაკვირვება? რატომ ვერ ასწრებდნენ დაკვირვებას, როდესაც 45 დღეზე ადრე გავუგზავნეთ მოწვევა. მე გეტყვით ეს რა იყო - მაშინ იყო მოთხოვნა ოპოზიციის მხრიდან, რომ არ ჩამოსულიყვნენ და არ დაკვირვებოდნენ არჩევნებს, იმიტომ რომ ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს”, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784556471

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე: აშშ-დან ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი

„ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თ...

ზვიად შალამბერიძე

1784554422

ახალი ამბები

დაზიანებული ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო - საავტომობილო“ შეჩერებული იქნა უცხო ქვეყნიდან შემოსული 13 350 ცალი ვარდის ტოტით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება. ინფ...

დაზიანებული ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

1784554251

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახალი უწყება - „ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგრო სერვისების სააგენტო“, შეიქმნა

საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, დღეიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და...

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

1784553780

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6315 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6327 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1784553334

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ირანი აშშ-სთან სრულმასშტაბიან ომში იმყოფება

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშქიანი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა აშშ-სთან „სრულმასშტაბიან ომში“ იმყოფება და თეირანი მზად უნდა იყოს ამ დაპირისპირების შედეგების მისაღებად. „რეალობა ის არის, რომ დღეს ირანის...

ირანის პრეზიდენტი