ჭეიშვილი მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებაზე: არ ვფიქრობ, რომ ეს ქმედებები „ქართული ოცნებისთვის“ დამაზიანებელი იქნება, ამით თავიანთ თავს აზიანებენ

 „არ ვფიქრობ, რომ ეს ქმედებები „ქართული ოცნებისთვის“ დამაზიანებელი იქნება, ამით თავიანთ თავს აზიანებენ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი არჩევნებზე ისევ მილიონ ხმაზე მეტს აიღებს.

„რასაც ეს სახედაკარგული ოპოზიცია აკეთებს, ეს ყველაფერი ადამიანის ქვეცნობიერში ილექება და როცა მიდის არჩევნებზე, შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს და იმიტომ არის, რომ „ქართული ოცნება“ იღებს მილიონ ხმაზე მეტს. წელსაც ავიღებთ მილიონ ხმაზე  მეტს. ეს არის ჩვენი სახედაკარგული ოპოზიციის ქმედების შედეგი.

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია ასეთი ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი და ქაოსი. ეს ყველაფერი მოქმედებს ბიზნესზე, შიდა და გარე ინვესტორებზე, რომლებიც ყოველდღიურად აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს, სტაბილური სიტუაცია არის თუ არ არის ქვეყანაში. ეს ყველაფერი აისახება ლარის კურსზე და რა თქმა უნდა მოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე.

სხვანაირად ამ მოღალატეებს და ჩვენი ქვეყნის მტრებს არ შეუძლიათ. არჩევნებში მონაწილეობით ხელისუფლების შეცვლა არ შეუძლიათ. ისინი თვითონაც ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, რომ პროცესი თავად მართონ. თითოეულმა აქტივისტმა ტრენინგების გავლის შემდეგ იცის, როდის რა უნდა გააკეთოს“, - აღნიშნავს ჭეიშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757439152

მსოფლიო

რომის პაპმა შეშფოთება გამოხატა კატარში ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის გამო

 რომის პაპმა ლეომ შეშფოთება გამოხატა კატარში ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „ახლა მართლაც სერიოზული ამბები ხდება: ისრაელის თავდას...

რომის პაპჯ

1757438067

საზოგადოება

კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან შეკრებილები შენობას კვერცხებს ესვრიან და ბანერი დააზიანეს

 კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ვითარება კვლავ დაძაბულია. აქციის მონაწილეები ცდილობენ ოფისის დაზიანებას, რამდენჯერმე ისროლეს შენობას კვერცხები, ასევე შეასხეს სითხე ბანერს, რომელზედაც თბილისის მერობის...

შეკრებილები

1757434167

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი, თუმცა ხელოვნური აჟიოტაჟის და დაძაბულობის შექმნა სურთ ოპოზიციის აქტივისტებს, გარედან დაფინანსებულ „ტიტუშკებს“ და ამან უკვე სისტემური ხასიათი მიიღო

 „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი, თუმცა ვატყობთ, რომ ხელოვნური აჟიოტაჟის და დაძაბულობის შექმნა სურთ ოპოზიციის აქტივისტებს, გარედან დაფინანსებულ „ტიტუშკებს“ და ამან...

ლევან მაჭავარიანი

1757434088

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: შტაბში დილიდან თათბირი ჩატარდა, რომ არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, ვინაიდან ეს მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს. მინდა ყველას ვთხოვო, რომ თავშეკავებულები ვიყოთ

 შტაბში დილიდან თათბირი ჩატარდა, რომ არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, ვინაიდან ეს მხოლოდ მათ წისქვილზე ასხამს წყალს. მინდა ყველას ვთხოვო, რომ თავშეკავებულები ვიყოთ, - განუცხადა თბილისის საარჩევნო შტაბის...

ლევან მაჭავარიანი

1757433881

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება არ შედის რადიკალური ოპოზიციის გეგმებში, რადგან ყველა დაინახავს რამხელა სხვაობით გაანადგურებს „ქართული ოცნება“. მეათე საიუბილეო გამარჯვებას უზარმაზარი სხვაობით ვიზეიმებთ

 არჩევნები მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს. ეს არ შედის რადიკალური ოპოზიციის გეგმებში, რადგან წინასწარ იციან, თუ როგორი მარცხისთვის არიან განწირულები და სურთ, რომ ფიზიკურად ვერ მივიდეს სიტუაცია არჩევნები...

ლევან მაჭავარიანი