პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეს და 2019 წლის 20 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ

პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა - დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე და 2019 წლის 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები.

სხდომაზე მოწვეულები არიან დავით ცინდელიანის დედა, თამარ არღვლიანი, ასევე გია ანსიანი და გიორგი ჭოლაძე.

„საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტებები იქნება საინტერესო. რაც ყველაზე მთავარია, დასკვნაში ასახული მტკიცებულებები მორიგ ჯერზე კიდევ უფრო უზრუნველყოფს იმას, რომ ამ რეჟიმის მსახურები, აუცილებლად უნდა დასრულდნენ პოლიტიკურად“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

2008 წლის აგვისტოში კუდ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა იმჟამინდელი ხელმძღვანელობისაგან მიიღო დავალება, რომ მესტიის რაიონში მცხოვრები დავით ცინდელიანი თითქოსდა, აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობის გამო გასაუბრებისთვის თბილისში ჩაეყვანა, თუმცა მოგვიანებით, მიღებული დავალების შესაბამისად, ცინდელიანი ჩაიყვანეს ბათუმში და რომან შამათავას გადასცეს. საქართველოს შსს-ს ცნობითვე, დავით ცინდელიანი, რომელიც აფხაზებთან რაიმე კავშირს უარყოფდა, რომან შამათავამ თანამშრომელთან ერთად ნავით გაიყვანა შავ ზღვაში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და გვამი წყალში გადააგდო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750334272

ახალი ამბები

საპროკურორო საბჭოს წევრებმა გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გვარაკიძე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს

საპროკურორო საბჭოს წევრებმა, 10 ხმით, გენერალური პროკურორობის კანდიდატად საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი გვარაკიძე აირჩიეს, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა...

 გიორგი გვარაკიძე

1750333640

ახალი ამბები

კახა კალაძე ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე: როდესაც საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, რა თქმა უნდა, მოწვეულნი იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციები - დღეს ამის აუცილებლობა არ არის

როდესაც საქართველოში იქნება საპარლამენტო არჩევნები, რა თქმა უნდა, როგორც ყველა არჩევნების დროს, მოწვეულნი და წარმოდგენილნი იქნებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები - დღეს ამის აუცილებლობა არ...

კახა კალაძე

1750332179

ახალი ამბები

კახა კალაძე: გაზრდილი ბიუჯეტის თანხები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე

თბილისის მერის დედაქალაქის გაზრდილი ბიუჯეტის თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე იქნება მიმართული. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის ბიუჯეტის, დაახლოებით, 62 მილიონი...

კახა კალაძე

1750331566

სპორტი

გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილმა (+100) პირველი გამარჯვება მოიპოვა – ქართველმა მეორე წრეში სლოვაკი მარიუს ფიზელი იპონით დაამარცხა. წინასწარი ორთაბრძ...

გურამ თუშიშვილი

1750331273

საზოგადოება

გიორგი ჭოლაძე ჩორჩანას საგუშაგოზე: შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ მამუკა ბახტაძის ნათქვამი, რომ [საგუშაგოს გახსნაზე] არ იცოდა

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ხელმძღვანელმა, გიორგი ჭოლაძემ, ჩორჩანას საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით, პარლამენტი...

გიორგი ჭოლაძე