გიორგი ჭოლაძე ჩორჩანას საგუშაგოზე: შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ მამუკა ბახტაძის ნათქვამი, რომ [საგუშაგოს გახსნაზე] არ იცოდა

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ხელმძღვანელმა, გიორგი ჭოლაძემ, ჩორჩანას საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის გადაწყვეტილების შესახებ არ იცოდა.

„შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ მამუკა ბახტაძის ნათქვამი, მის თითქმის, ყველა შეხვედრაზე ვიჯექი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არ შეიძლება, სხვა შეხვედრა ჰქონოდა, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრთან, მაგრამ, ამ საუბრების შედეგად, გუშინწინ მქონდა ტელეფონზე საუბარი, არ იმყოფება საქართველოში და კიდევ ერთხელ ვკითხე, რამე ხომ არ იყო. შემიძლია გითხრათ, რომ ეს მამუკა ბახტაძემ არ იცოდა“, - განაცხადა გიორგი ჭოლაძემ.

კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა კი აღნიშნა, რომ მთავრობის არც ერთ სხდომაზე არ განხილულა ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება და ირკვევა ისიც, რომ არც უშიშროების სამსახურმა იცოდა ამის თაობაზე.

„შემიძლია, ის დავძინო, რომ მთავრობის არც ერთ სხდომაზე, ჩორჩანაში განვათავსოთ საგუშაგო თუ არა, არ განხილულა და ახლა ირკვევა, რომ არც უშიშროების სამსახურმა იცოდა იმის თაობაზე, რომ საგუშაგო უნდა განთავსებულიყო. ეს მიუთითებს, რომ არ იყო გათვლილი რისკები, რა შეიძლება ამას მოჰყოლოდა და რეალურად, ეს რისკები, როგორც ჩანს, ვერ გაითვალა და ჩამოიწია საოკუპაციო ხაზმა, რაც მან უარყო აქ რომ მობრძანდა, არც ერთი სანტიმეტრი არ დაკარგულაო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750352801

მსოფლიო

ისრაელი ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებში აშშ-ის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას 24-48 საათში ელოდება - ისრაელელი ოფიციალური პირი

 ისრაელი კვლავ ელის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეუერთდება ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებს, - განუცხადა ისრაელის ოფიციალურმა პირმა The Times of Israel-ს. „მოლოდი...

დონალდ ტრამპი

1750351190

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე...

გიორგი ჯინჭარაძე

1750349205

ახალი ამბები

ავარია აჭარაში - დაღუპულია ერთი ადამიანი

 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის პირას გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც მინივენი...

დაკავება, პოლიცია

1750344882

მსოფლიო

ნეთანიაჰუ აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციაზე: ირანში არავინ არის ხელშეუხებელი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ არ გამორიცხა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის წინააღმდეგ დარტყმა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს. „მე გავეცი მითითება,...

ნეთანიაჰუ აიათოლა

1750344083

მსოფლიო

ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საჰაერო განგაშის სირენების ხმა ქალაქ ჰაიფასა და ჩრდილოეთ ისრაელის...

ბალისტიკური რაკეტები