ირაკლი კობახიძე: ბაჩო ახალაია, რომელიც იყო ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, თავისი არსით არის „ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი, არ შეიძლება, რაღაც ფორმალობის გამო, ასეთი ადამიანი არ შევიყვანოთ შესაბამის სიაში

„ბაჩო ახალაია, რომელიც იყო ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, ლოგიკურად ვერ იქნებოდა პარტიის წევრი, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ბაჩო ახალაია თავისი არსით არის „ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი, არ შეიძლება, ჩვენ რაღაც ფორმალობის გამო, ასეთი ადამიანი არ შევიყვანოთ შესაბამის სიაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთი არის პარტიის წევრები და მეორეა, პარტიასთან დაკავშირებული პირები, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო.

„ბაჩო ახალაია, რომელიც იყო ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი და შესაბამისად, ლოგიკურად ვერ იქნებოდა პარტიის წევრი, რაღაც მომენტში გაწევრიანდა თუ არა, ესეც არ ვიცით. ძირითადი ნაწილი ის იყო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პარტიის წევრი. ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ბაჩო ახალაია თავისი არსით არის „ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი, ამ პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური ძალის განუყოფელი ნაწილი. არ შეიძლება, ჩვენ რაღაც ფორმალობის გამო, ასეთი ადამიანი არ შევიყვანოთ შესაბამის სიაში. ერთი არის პარტიის წევრები და მეორეა, პარტიასთან დაკავშირებული პირები, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლომ დეტალურად უნდა დაასაბუთოს, ვინ არის დაკავშირებული და ვინ არა, ეს მისი პრეროგატივაა. აქ თვითნებობის არავითარი რისკი არ არსებობს.

მაქსიმალურად დაზუსტებულია ის ჩანაწერი, რომელიც შედის კანონში და დანარჩენი უკვე არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი სარჩელის საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760558104

საზოგადოება

პრემიერი: როდესაც ხელოვნურად თავსმოხვეულია ორპოლუსიანი სისტემა, არცერთ რეალურ, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას არ აქვს საშუალება, წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკურ სისტემაში

„მიმდინარეობს მუშაობა სარჩელზე, პარტიების ზუსტი სია გახდება ცნობილი რამდენიმე დღეში, როდესაც სარჩელი შევა უკვე ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირა...

ირაკლი კობახიძე

1760557909

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე: მისი მანდატი ნამდვილად არ ითვალისწინებდა არც ქუჩაში გავარდნას და არც იმ განცხადებების გაკეთებას, რომელიც გააკეთა ფინეთის სახელით

სერიოზულად დაარღვია ვენის კონვენცია დიპლომატიური საქმიანობის და ურთიერთობის გარკვეულ წესებს ადგენს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, ფინეთის საგარ...

გიორგი ვოლსკ

1760557858

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: კანონი ირღვევა იმით, რომ მცირე ჯგუფს შეუძლია გადაკეტოს ცენტრალური პროსპექტი, გამოიწვიოს საცობები და საზოგადოების უდიდესი ნაწილის გაღიზიანება. ამ ვითარებაში, რასაკვირველია, სახელმწიფოს მართებს ზომების მიღება

კანონი ირღვევა იმით, რომ მცირე ჯგუფს შეუძლია გადაკეტოს მაგისტრალი, ცენტრალური პროსპექტი, შეაფერხოს მოძრაობა, გამოიწვიოს საცობები და საზოგადოების უდიდესი ნაწილის გაღიზიანება, - განაცხადა გადაცემაში „იმ...

გიორგი ვოლსკ

1760557757

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: პარტია, რომელიც პროპაგანდას უწევს ომს, ტერიტორიას კარგავს, აღვივებს შუღლს - ანტიკონსტიტუციურია და მისი ადგილი დემოკრატიულ სივრცეში არ არის

საკონსტიტუციო სარჩელი არის არამხოლოდ დაპირება, არამედ - მანდატი, რომელიც ჩვენ მივიღეთ შარშან საპარლამენტო არჩევნების დროს. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი დაპირება ამომრჩევლის მიმართ და ამ დაპირებით მივიღეთ მილ...

შალვა პაპუაშვილი

1760557711

ახალი ამბები

პრემიერი: მთავარი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ არის ის, რომ მთავრობის ყველა აქტი, რაც კი გამოცემულია 2024 წლის 8 თებერვლიდან, გამჭვირვალეა, მთლიანად ჩავკეტეთ ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა

ჩვენ ახლა აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს დალაგებული ისე, რომ შეგვიძლია, მთლიანად დავკონცენტრირდეთ ყველა ხარვეზის აღმოფხვრაზე, ეს გვაძლევს კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური ბრძოლის საშუალებას, - განაცხადა სა...

პრემიერი - ირაკლი კობახიძე