გიორგი ვოლსკი: კანონი ირღვევა იმით, რომ მცირე ჯგუფს შეუძლია გადაკეტოს ცენტრალური პროსპექტი, გამოიწვიოს საცობები და საზოგადოების უდიდესი ნაწილის გაღიზიანება. ამ ვითარებაში, რასაკვირველია, სახელმწიფოს მართებს ზომების მიღება

კანონი ირღვევა იმით, რომ მცირე ჯგუფს შეუძლია გადაკეტოს მაგისტრალი, ცენტრალური პროსპექტი, შეაფერხოს მოძრაობა, გამოიწვიოს საცობები და საზოგადოების უდიდესი ნაწილის გაღიზიანება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრების საკითხზე საუბრისას.

მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა არ შეიქმნას „განუკითხაობის ატმოსფერო“.

„ისიც არ არის დასამალი, რომ საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერების უკმაყოფილება საკმაოდ ინტენსიურია და მხარდამჭერები წარმოადგენენ ამ ქვეყანაში საზოგადოების უფრო დიდი ნაწილს ვიდრე ის რადიკალები თუ ექსტრემისტები, რომლებიც მიმართავენ ამ ზომებს. ამ ვითარებაში რასაკვირველია სახელმწიფოს მართებს ზომების მიღება, რათა განუკითხაობის, კანონის იგნორირების ატმოსფერო არ დამკვიდრდეს. იგივეა მაგალითად პოლიციელზე ხელის გარტყმა, თითქოს არაფერი, თითქოს შეიძლება უფრო ლოიალური იყო ამის მიმართ მაგრამ, ეს ხელის გარტყმა, მოლოტოვის კოქტეილის სროლა, ქვის სროლა - ეს ყველაფერი კონკრეტულ მიზანს უკავშირდება, რომ რევოლუციური განწყობა, ატმოსფერო შეიქმნას, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვნად დააზიანებს. ორმაგ სტანდარტებზე ვლაპარაკობთ და იმასაც დავამატებ, რომ საკმაოდ სერიოზული ფორმატი იქნება 20 ოქტომბერს, ლუქსემბურგში სადაც შუა აზიის ყველა ქვეყანა მიწვეულია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და ჩვენ ელჩის დონეზე უნდა ვიყოთ იქ წარმოდგენილები. მაშინ როდესაც, იგივე ქვეყნებმა სულ ახლახან დაამთავრეს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა დსთ-ს ფორმატში. ანუ ორმაგი სტანდარტის ეს ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უსამართლოს გარდა, საკმაოდ სერიოზული მიზნის მატარებელია. ეს ყველაფერი შეკრიბეთ ერთად, დააყენეთ იმ აქციებთან, რომელიც საქართველოში უკვე დიდი ხანი იმართება და დაკავშირებულია გეგმასთან, რომ აუცილებლად უნდა გადაიკეტოს პროსპექტი. თუკი ჩვენ ამ დიდ მიზნებს, საკმაოდ ბოროტ მიზნებს გავაერთიანებთ კონკრეტულ ქმედებებთან, მივიღებთ სრულ სურათს, საიდანაც შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს არის სერიოზული სერიოზული სცენარი რომელიც, არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმ გლობალური დაპირისპირებისა, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიოში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760558104

საზოგადოება

პრემიერი: როდესაც ხელოვნურად თავსმოხვეულია ორპოლუსიანი სისტემა, არცერთ რეალურ, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას არ აქვს საშუალება, წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკურ სისტემაში

„მიმდინარეობს მუშაობა სარჩელზე, პარტიების ზუსტი სია გახდება ცნობილი რამდენიმე დღეში, როდესაც სარჩელი შევა უკვე ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირა...

ირაკლი კობახიძე

1760558012

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ბაჩო ახალაია, რომელიც იყო ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, თავისი არსით არის „ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი, არ შეიძლება, რაღაც ფორმალობის გამო, ასეთი ადამიანი არ შევიყვანოთ შესაბამის სიაში

„ბაჩო ახალაია, რომელიც იყო ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, ლოგიკურად ვერ იქნებოდა პარტიის წევრი, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ბაჩო ახალაია თავისი არსით არის „ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი, არ...

ირაკლი კობახიძე

1760557909

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე: მისი მანდატი ნამდვილად არ ითვალისწინებდა არც ქუჩაში გავარდნას და არც იმ განცხადებების გაკეთებას, რომელიც გააკეთა ფინეთის სახელით

სერიოზულად დაარღვია ვენის კონვენცია დიპლომატიური საქმიანობის და ურთიერთობის გარკვეულ წესებს ადგენს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, ფინეთის საგარ...

გიორგი ვოლსკ

1760557757

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: პარტია, რომელიც პროპაგანდას უწევს ომს, ტერიტორიას კარგავს, აღვივებს შუღლს - ანტიკონსტიტუციურია და მისი ადგილი დემოკრატიულ სივრცეში არ არის

საკონსტიტუციო სარჩელი არის არამხოლოდ დაპირება, არამედ - მანდატი, რომელიც ჩვენ მივიღეთ შარშან საპარლამენტო არჩევნების დროს. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი დაპირება ამომრჩევლის მიმართ და ამ დაპირებით მივიღეთ მილ...

შალვა პაპუაშვილი

1760557711

ახალი ამბები

პრემიერი: მთავარი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ არის ის, რომ მთავრობის ყველა აქტი, რაც კი გამოცემულია 2024 წლის 8 თებერვლიდან, გამჭვირვალეა, მთლიანად ჩავკეტეთ ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა

ჩვენ ახლა აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს დალაგებული ისე, რომ შეგვიძლია, მთლიანად დავკონცენტრირდეთ ყველა ხარვეზის აღმოფხვრაზე, ეს გვაძლევს კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური ბრძოლის საშუალებას, - განაცხადა სა...

პრემიერი - ირაკლი კობახიძე