პატრიარქი: დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, აღვავლენთ ლოცვებს ემილიას, ანა-მარიას, ელენეს, ნიასა და სოფიოს უკვდავ სულთათვის
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს.
„ბატონ ვიტალი ჭოლარიასა და ქალბატონ ქრისტინე სორდიას, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში, თქვენს ოჯახში, მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა.
ერთდროულად ხუთ შვილთან გამოთხოვება მეტად მტკივნეული და რთული გადასატანია, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ადამიანი სულიერად, მაგრამ მაინც უნდა განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ; ეს განშორება კი დროებითია.
აღვავლენთ ლოცვებს ემილიას, ანა-მარიას, ელენეს, ნიასა და სოფიოს უკვდავ სულთათვის და შევთხოვთ უფალს, მოგანიჭოთ ნუგეში და ლოცვის ძალა“, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II სამძიმრის წერილში.
1736237198
საზოგადოება„ძირითადად ვრცელდება სასუნთქი წვეთებით, სიმპტომები ხშირად წააგავს გაციებას ან გრიპს, რაც ართულებს დიაგნოზის დასმას“ - გიორგი ფხაკაძე HMPV-ზე
პროფესორი, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და...
1736232674
ჰოროსკოპი„საქართველოში პოლიტიკოსის შვილს გაიტაცებენ, ან იქნება მისი სიკვდილი... ბანკზე თავდასხმა იქნება, ჩამოვარდება ვერტმფრენი“ - გოგა მანიას წინასწარმეტყველება
საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს ხოლმე. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთა...
1736229155
საზოგადოებაროგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში
7 იანვარს ქვეყნის მასშტაბით მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით აიწევს. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +14 - უმეტესად მზიანი სოხუმი +14 - უმეტესად მზიან...
1736226882
საზოგადოებარატომ აღვნიშნავთ შობას 7 იანვარს და ტრადიციები, რომელიც შობის დღესასწაულს უკავშირდება
ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. VI საუკუნემდე ადამიანები იულიუსის კალენდრით ცხოვრობდნენ, რომელიც იმპერატორმა იულიუს კეისარმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 46 წელს შემოიღო, მაგრა...
1736196171
ჰოროსკოპი7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ამ დღეს შეგიძლიათ განსაკუთრებით მომხიბვლელი იყოთ, ამიტომ შესაფერისი დროა რომანტიკული ნაცნობობისა და პ...