„ის რაც ჩვენთვის სამშობლოა - კოლექტიური დასავლეთისთვის ტერიტორიაა - რუსეთის წინააღმდეგ!“ - რას წერს ნუკა არველაძე
ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას გამოეხმაურა და საკუთარი ანალიზი სოციალური ქსელის გამომწერებს გაუზიარა.
მისი თქმით, ევროკავშირს საქართველო არ სჭირდება და მას მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის გამო აქვს ინტერესი.
როგორც ჟურნალისტი წერს, ჩვენი სამშობლო კოლექტიური დასავლეთისთვის ტერიტორიაა რუსეთის წინააღმდეგ.
„ევროპის ე.წ. პოლიტიკა დღეს მარიონეტებად ქცეული ანგაჟირებულების ხელშია! ამერიკელი დემოკრატების მარცხი ამბობენ საბოლოოდ 20 იანვრის მერე გაფორმდებაო! თუმცა ვინ იცის!
ევროკავშირის პოლიტიკა კი აღარ არსებობს, ამერიკის სავასალო კანტორა იცოცხლე ხოდშია! და გაჯანსაღების არანაირი შანსიც არ აქვთ ჯერ, ამიტომაც ცდილობენ გამწარებულები უკრაინა ბოლო უკრაინელამდე აომონ.
ომი ერთადერთი საშუალებაა ის აბსურდი გაგრძელდეს და შეინარჩუნონ თანამდებობები და გავლენა! რადგან მშვიდობა ბევრ იმ პრობლემას ახდის ფარდას რაც ახლა ომით იმალება!
შეძლებს თუ არა ვუჩიჩი (სერბეთი) ფიცო(სლოვაკეთი) და ორბანი (უნგრეთი) გაუმკლავდეს ტორნადოს მსგავს
უბედურებას რაც ევროპას უახლოვდება არ ვიცი...
მიგრანტთა პრობლემებმა, ახალი წლის დღეებმა და ახლა მიმდინარე პოლიტიკურმა კრიზისებმა, ლამის მთელ ევროპაში - დიდი სამოქალაქო დაპირისპირების კონტურები დახატა!
მას მერე, რაც ზელენსკიმ გადაუკეტა ევროპას რუსული გაზი ემატება კომუნალური გადასახადების ასტრონომიული ზრდა, ინფლაცია, ეკონომიკის ვარდნა - ევროკავშირის ქვეყნების არავის შეშურდება, არც ბრიტანეთია კარგ დღეში,
ამიტომაც გადარჩენის შანსს ხედავენ მხოლოდ უკრაინაში ომის გაგრძელებაში და ახალი კერების შექმნაც სჭირდებათ ძალიან, დროებით მაგრამ მათ წისქვილზე დაასხამს წყალს!
ამიტომაც არ წყვეტენ დაფინანსებას, მით უმეტეს როცა იმ თანხის ნაწილი თავადვე რჩებათ!!!
ჰოდა გონებაჩლუნგებს მინდა გკითხოთ, არ გინდათ შიგევროპაში წახვიდეთ და დარჩეთ, თუნდაც ღირსებით!!!
იცხოვროთ ევროპულად და თავი დაგვანებოთ? მაგრამ იქ არც არავის სჭირდებით. თქვენი დანიშნულებაა აქ იყეფოთ და იწანწალოთ ქუჩაში!!!
რამდენად უტვინო უნდა იყო, თან თუ დღეს პოლიტიკაში ხარ და იბრალებ პოლიტიკოსობას ამ სიმართლეს არ ეუბნებოდე ხალხს, მაგრამ ამაში ხომ ჯერ თავად უნდა ერკვეოდე!!!!
მოკლედ, არ ვიცი რას აპირებს ჩვენი არჩეული ხელისუფლება, მაგრამ ვიცი ზუსტად რომ ევროპის პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას საკმაოდ ბევრი წელი დასჭირდება! და ეს 20 იანვრის მერე გამოჩნდება.
ტრამპის პოლიტიკა ეგრევე მიაჩმორებს დემოკრატების ვასალებს ევროპაში, თუ ტრუდოს მსგავსად ბოლომდე გააფარჩაკებს!!!!
სანახაობა შთამბეჭდავი იქნება თუ მხოლოდ დამკვირვებლების როლში დავრჩებით! და იმედი მაქვს ევროპის მიჩმორებულ ვასალებს მეტანიებს არ გავუკეთებთ!!!
არავის სჭირდება საქართველო, არც ღირსებით და არ ღირსების გარეშე ევროკავშირში!
მაგრამ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ძალიან! და გავიმეორებ - ის რაც ჩვენთვის სამშობლოა - კოლექტიური დასავლეთისთვის ტერიტორიაა - რუსეთის წინააღმდეგ!
სხვა არაფერი!“, - წერს ნუკა არველაძე.
1736343777
ახალი ამბები„დანაშაულის დაფარვის მიზნით მოკლულის ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ“ - პროკურატურამ სვანეთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. „შ...
1736342916
მსოფლიოსაბერძნეთში 120-ზე მეტი მიგრანტი დააპატიმრეს - ისინი ჩქაროსნული კატერით გადაადგილდებოდნენ
ბერძენმა სამართალდამცველებმა აღმოსავლეთ კუნძულ კარპატოსზე 124 მიგრანტი დააკავეს. ამის შესახებ AP-ი იტყობინება. სანაპირო დაცვის განცხადებით, აღმოსავლეთ ეგეოსის ზღვაში, კუნძულის მთავარ პორტთან შემოწმები...
1736342529
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილი მშვიდობისთვის არის დასანქცირებული
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მშვიდობისთვის დაასანქცირეს. მისი თქმით, საამაყოა, როდესაც ადამია...
1736342264
საზოგადოება1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8395 ლარი გახდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8395 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8185 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კუ...
1736341466
ახალი ამბებიავსტრიის კანცლერის მოვალეობას საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი შეასრულებს
ავსტრიის კანცლერის მოვალეობას დროებით ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი შეასრულებს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. მოსალოდნელია, რომ ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი ალექსანდერ ვა...