რატომ აღვნიშნავთ შობას 7 იანვარს და ტრადიციები, რომელიც შობის დღესასწაულს უკავშირდება

ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.

VI საუკუნემდე ადამიანები იულიუსის კალენდრით ცხოვრობდნენ, რომელიც იმპერატორმა იულიუს კეისარმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 46 წელს შემოიღო, მაგრამ წლების შემდეგ საჭირო გახდა ახალი კალენდრის შემოღება, იმიტომ რომ ყოველ 128 წელიწადში ერთხელ ერთი დღე-ღამის ცდომილება იყო. 

1582 წელს, რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ იულიუსის კალენდარი გრიგორიანული კალენდრით შეცვალა.

მართლმადიდებლურ ქვეყნებში, სადაც ეკლესიებმა კალენდარული რეფორმა წარმატებით ჩაატარეს, შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ. ამ დღეს შობას ზეიმობენ არამხოლოდ კათოლიკეები და პროტესტანტები, არამედ საბერძნეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, სირიის, ლიბანის და ეგვიპტის მართლმადიდებელი ეკლესიებიც. წელს პირველად, შობა 25 დეკემბერს აღინიშნა უკრაინაშიც.

ხოლო საქართველოს, რუსეთის, იერუსალიმის, სერბეთის და ათონის მართლმადიდებლები კი ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავენ. საქართველოს ეკლესია მიიჩნევს, რომ შობა, ისევე როგორც სხვა ყველა საეკლესიო დღესასწაული ძველი კალენდრით უნდა აღინიშნოს. რაც შეეხება ახალ წელს, ის, როგორც საერო დღესასწაული, ახალი სტილით, 1 იანვარს აღინიშნება.

შობის ტრადიციები:

შო­ბის დღე­სასწაულზე მორწმუნეები 40-დღიან მარხვას ასრულებენ, რომელსაც 28 ნოემბრიდან იწყებენ.

შობის ღამეს ფანჯრებთან ტრადიციულად სანთლები ინთება - შობის ღამეს ფანჯარასთან ანთებული სანთელი მიპატიჟება და ნიშანია იმისა, რომ ჩვენ სახლის და გურის კარს ვხსნით, რომ იქ მესია დაიბადოს. აღნიშნული ტრადიცია საქართველოში პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დამკვიდრდა.

ამასთან, დღესასწაულს საშობაო ალილოთი ეგებებიან. ამ დროს გროვდება შემოწირულებები, რომელთაც შემდეგ გაჭირვებულებს და ქვრივ-ობლებს ურიგებენ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1736343777

ახალი ამბები

„დანაშაულის დაფარვის მიზნით მოკლულის ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ“ - პროკურატურამ სვანეთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.  „შ...

პროკურატურაა

1736342916

მსოფლიო

საბერძნეთში 120-ზე მეტი მიგრანტი დააპატიმრეს - ისინი ჩქაროსნული კატერით გადაადგილდებოდნენ

ბერძენმა სამართალდამცველებმა აღმოსავლეთ კუნძულ კარპატოსზე 124 მიგრანტი დააკავეს. ამის შესახებ AP-ი იტყობინება. სანაპირო დაცვის განცხადებით, აღმოსავლეთ ეგეოსის ზღვაში, კუნძულის მთავარ პორტთან შემოწმები...

საბერძნეთი

1736342529

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილი მშვიდობისთვის არის დასანქცირებული

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მშვიდობისთვის დაასანქცირეს. მისი თქმით, საამაყოა, როდესაც ადამია...

ლევან მაჭავარიანი

1736342264

საზოგადოება

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8395 ლარი გახდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8395 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8185 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კუ...

ვალუტა

1736341466

ახალი ამბები

ავსტრიის კანცლერის მოვალეობას საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი შეასრულებს

ავსტრიის კანცლერის მოვალეობას დროებით ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი შეასრულებს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. მოსალოდნელია, რომ ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი ალექსანდერ ვა...

ავსტრიის კანცლერი