პოლონურ კომპანიაში დასაქმებული ქართველი ტრაილერის მძღოლები გერმანიაში გაიფიცნენ
პოლონურ სატვირთო გადაზიდვების კომპანიაში დასაქმებული ორასამდე ქართველი ტრაილერის მძღოლი სამუშაო პირობებისადმი უკმაყოფილების ნიშნად გაიფიცა - ისინი ფრანკფურტში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან არიან გაჩერებულები უკვე მეათე დღეა და უარს ამბობენ მუშაობის გაგრძელებაზე იმ დრომდე, სანამ კომპანია მათ სრულად არ აუნაზღაურებს სახელფასო დავალიანებას.
გაფიცულთაგან ერთ-ერთი, თორნიკე ლუხუმაიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიამ უარი თქვა მათთვის ხელფასი გადაეხადა კვირა დღეს მუშაობის სანაცვლოდ. პოლონურ კომპანია "აგმაზში" დასაქმებულები ხელფასს დღიურად იღებენ - დღეში მათი ანაზღაურება 80 ევროა.
"მუშაობა რომ დავიწყეთ, პირობა იყო, რომ პირველი და ბოლო თვის ხელფასს არ ავიღებდით, წესით ამის უფლება არ ჰქონდათ, მაგრამ ვინაიდან თავიდან საბუთები გვქონდა მოსაწესრიგებელი, დავთანხმდი ამას. იანვრიდან ვმუშაობ აქ და თითქმის არ ამიღია არაფერი, ამასობაში ყველანაირი საბუთებიც ავიღე და 9 ქვეყანაში მანქანის ტარების ლიცენზიაც.
კვირას გახდება ორი კვირა რაც გავჩერდით, პოლიციაც იყო მოსული, აქაური პროფკავშირებიც, კომპანიის მფლობელიც ჩამოვიდა გუშინ, ყველა გვეუბნება, რომ მართლები ვართ და ახლა კომპანიამ უნდა წარადგინოს ფინანსური ამონაწერი იმის სანახავად, რამდენი აქვს დავალიანება და რა აქვს ჩვენთვის გადახდილი" - გვეუბნება თორნიკე ლუხუმაიძე. ის ამბობს, რომ კომპანიაში ხშირია უკონტრაქტოდ დასაქმების შემთხვევები, რაც დამსაქმებელს საშუალებას აძლევს ხელფასები არასრულად გასცეს, ან გასაჩივრების მექანიზმი წაართვას მძღოლებს.
წყარო:რადიო თავისუფლება
1765658233
მსოფლიოსირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა
პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...
1765656502
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის
უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...
1765655106
საზოგადოებათინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს
ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...
1765654226
საზოგადოებაგიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი
ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...
1765652359
ახალი ამბებისაბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...





























