პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გასაღების მცდელობის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გასაღების მცდელობის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“ და „კოკაინს“, შემდეგ კი რეალიზაციის მიზნით ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებას ახდენდნენ და სხვადასხვა ლოკაციებზე ათავსებდნენ.

გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები „მეთადონი“ და „კოკაინი“.

ბრალდებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ჩადენილი ჯგუფურად და განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 19-260 ტერცია მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის მცდელობა, ჩადენილი დიდი ოდენობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ და მეექვსე ნაწილის „ა“ პუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - აცხადებენ პროკურატურაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753457195

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ არა თუ ე.წ მეგობარი აქტი ნახავს დღის სინათლეს, არამედ ჩვენ აშშ-თან ამ იდეოლოგიური თანხვედრის პირობებში გვექნება შესაძლებლობა, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთსასარგებლო კავშირი

 თუკი რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებასთან ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“, გააჩნია იდეოლოგიური თანხვედრა, თან ძალიან მაღალი დოზით, ეს არის აშშ-ის პრეზიდენტი - მოუსმინეთ მის რიტორიკა...

დავით მათიკაშვილი

1753455447

საზოგადოება

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორი: წელს ფოთის ნავსადგურში, ბოლო 5 წლის ჭრილში, რეკორდული რაოდენობის კონტეინერი დამუშავდა

მიმდინარე წლის 6 თვეში, ფოთის ნავსადგურში, ბოლო 5 წლის ჭრილში, რეკორდული რაოდენობის კონტეინერი დამუშავდა. 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, APM Terminals ფოთის მიერ დამუშავებულია 313,524 TEU კონტეინერი, რ...

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორიფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორი

1753455344

საზოგადოება

საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტი: გადაზიდვების სექტორის ზრდადი დინამიკა პირდაპირპროპორციულია ქვეყნის ეკონომიკისთვის

საქართველოს გადაზიდვების სექტორში 2025 წლის პირველ ნახევარში ზრდადი დინამიკაა. კერძოდ, იანვარ-ივნისის სტატისტიკის მიხედვით, რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, მათ შორის - შუა დერეფა...

გივი თხელიძემ

1753454578

საზოგადოება

გურამ გურამიშვილი: საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების მნიშვნელოვანი ზრდა მეტყველებს, რომ ქვეყანაში სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა ხორციელდება

საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების ზრდადი დინამიკა 2025 წელსაც გრძელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ია...

გურამ გურამიშვილი

1753453661

სპორტი

ანა ჯაფარიძე ევროპის ახალგაზრდული პარათამაშების გამარჯვებულია

ქართველი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე ევროპის ახალგაზრდული პარათამაშების ჩემპიონია – ქართველმა ფინალში მასპინძელი ქვეყნის, თურქეთის წარმომადგენელი დაამარცხა და ევროპის პარათამაშებზე საქართველოს ახალ...

ანა ჯაფარიძე