პროკურატურამ რუსთავში, მეუღლისა და მეუღლის დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ რუსთავში მეუღლისა და მეუღლის დედის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 მაისს, რუსთავში, ბრალდებულმა მეუღლეს და მეუღლის დედას, რომლებიც ჩვილ ბავშვთან ერთად საბავშვო ეტლით გადაადგილდებოდნენ, გენდერის ნიშნით,შეუწყნარებლობის მოტივით,სანადირო თოფიდან მრავალჯერადი გასროლით, გულ-მკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის ,,ბ’’, ,,თ’’, ,,კ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახის ორი წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და ამავე კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1718533973

საზოგადოება

მზექალა შანიძე „ნატო ვაჩნაძის პრემიის“ გამარჯვებული გახდა

გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ნატოობის 120 წლისთავი მასშტაბურად აღინიშნა. ნატო ვაჩნაძის ფონდის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით "ნატო ვაჩნაძის პრემიის'' გამარჯვებული წელს ქალბატონი მზექალა შ...

მზექალა შანიძე

1718526625

საზოგადოება

მთავრობის მიერ გერმანიაში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარის შემდეგ სალომე კორკოტაშვილმა აჭარის მთავრობის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე იმღერა

მომღერალმა სალომე კორკოტაშვილმა, იგივე სალიომ, მთავრობის მიერ გერმანიაში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა მეორე დღეს, ბათუმში, აჭარის მთავრობის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე ბენდთან ე...

სალომე კორკოტაშვილ

1718526141

საზოგადოება

როგორ ამინდს პროგნოზირებენ უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.  მოს...

ამინდი

1718522732

საზოგადოება

„ყველა ქართველი ოცნებობდა, რომ ოდესმე ასეთ დიდ ტურნირზე გვეთამაშა. ეს ოცნება აგვიხდა და ბედნიერები ვართ“ - ხვიჩა კვარაცხელია

უეფას ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩამოართვა. როგორც კვარაცხელიამ უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას აღნიშნა, გერმანიაში მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ჩასულან.  „საქართველოში საკმარისად არია...

ააა

1718521335

ახალი ამბები

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტების შესახებ იმსჯელეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საბჭოს წევრებმა ეკონომიკური ზრ...

ირაკლი კობახიძე