რევაზ სოხაძე - გამჭვირვალე პროცედურები კორუფციის პრევენციის მთავარი მექანიზმია
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დილის გადაცემის საავტორო რუბრიკაში -„ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ კორუფციის რისკების აღმოფხვრის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და არსებული დაზღვევის მექანიზმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის პოზიცია კორუფციის მიმართ მკაფიო და ყველასთვის ცნობილია.
მისი თქმით, კორუფცია ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია, რის გამოც ხელისუფლება და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, რომ მსგავსი ქმედებების განხორციელება თავიდანვე იყოს გამორიცხული.
რევაზ სოხაძის განმარტებით, ამ მიმართულებით ყველაზე ეფექტიანი პრევენციული მექანიზმია გამჭვირვალობა და სწორი სატენდერო პროცედურების დანერგვა, რისთვისაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული პროცედურა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან და ვზრუნავთ მათ ჩართულობაზე. პრემიერ-მინისტრი ხშირად საუბრობს ხარჯთეფექტურობაზე და ჩვენთვის პრინციპულია, რომ სახელმწიფო არ იხდიდეს ზედმეტად მოქალაქეების ფულს. კარგად გვესმის, რა ღირს პროდუქტის შექმნა ბაზარზე და მზად ვართ გადავიხადოთ რეალური ფასი. როდესაც სისტემა არაჯანსაღია, იზრდება როგორც კორუფციული გარიგებების, ასევე არახარისხიანი პროდუქტისა და მშენებლობების რისკი. სწორედ ამიტომ, ფასებთან დაკავშირებით სახელმწიფომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მთავრობის ადმინისტრაციასა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად შევქმენით ახალი სისტემა, რომლის ფარგლებში ფასების დადგენა ახალი წესით ხდება და საბოლოოდ რეალურ მაჩვენებლებზეა დაფუძნებული“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის თქმით, სამშენებლო სფეროში ქვეყანა დღემდე ოპერირებს 1980-იანი წლების ნორმებით. ამ მიმართულებით მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა მომავალი წლიდან საქართველო ეტაპობრივად გადავიდეს ევროპულ სტანდარტებზე, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილშიც.
„აქტიურად ვმუშაობთ საგზაო კანონმდებლობაზე, რომელსაც უახლოეს პერიოდში პარლამენტს წარვუდგენთ. ყველა ეს ცვლილება ერთობლიობაში ქმნის სისტემის გაჯანსაღების საფუძველს. მშენებლობის პროცესი თავიდან ბოლომდე უნდა იყოს გამჭვირვალე და დაზღვეული კორუფციული რისკებისგან. ჩვენი მთავარი მიზანია, მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი“, - აღნიშნა მინისტრმა.
რევაზ სოხაძემ ასევე ისაუბრა პროექტირების მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ შეიცვალა დიზაინბილდის პრინციპით ტენდერების გამოცხადების პრაქტიკა, რომელიც არაეფექტიანი იყო. მისი თქმით, უკვე ჩატარებულია დაახლოებით 50 არქიტექტურული კონკურსი და გამოვლენილია გამარჯვებული კომპანიები, რაც ასევე, ხელს უწყობს ქართული არქიტექტურული სკოლის განვითარებასაც.
„ჩვენი მიზანია, მივიღოთ კარგად დამუშავებული და ხარისხიანი პროექტები, რომლებიც მშენებლებს გადაეცემათ ისე, რომ შემდგომში არ საჭიროებდეს არსებით ცვლილებებს. ეს წარსულში ხშირად იწვევდა ვადების გაწელვას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანამ მისთვის განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში მიიღოს ხარისხიანი შედეგი - ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია“, -განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
1768219388
ახალი ამბებიშსს: ოზურგეთში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის, წინა დღეს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ერთ-ერთის ბიძას, სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელს, თავის არეში მიყენებული აქვს ნახეთქი დაზიანება
„ოზურგეთში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის, წინა დღეს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ერთ-ერთის ბიძას, სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელს, თავის არეში მიყენებული აქვს ნახე...
1768218425
ახალი ამბებიირაკლი ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა და 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა განესაზღვრა
საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაუ...
1768218240
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: გუბაზ სანიკიძე რასაც საუბრობს იქიდან 1%-იც არ შეიძლება იყოს სიმართლე, ალბათ ყველაზე უპრინციპო ადამიანია ქართული პოლიტიკის ისტორიაში
„გარედან მართული დეზინფორმაციული კამპანიის გაგრძელება „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის წინააღმდეგ“, - ასე აფასებენ მმართველ გუნდში გუბაზ სანიკიძის განცხადებას ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში. პარლამენტის ფრაქცია „...
1768217472
ახალი ამბებიკახა კალაძე არაბულ ინვესტიციაზე: პირდაპირ სახელმწიფოზე მიდის შეტევა, რადგან გარკვეულ ძალებს არ სიამოვნებთ ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება
თბილისის მერი კახა კალაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოში არაბული ინვესტიციის საკითხს, რომელიც კომპანია Eagle Hills Georgia-ს პროექტს ეხება. როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი მასშტ...
1768216598
ახალი ამბებიკახა კალაძე: ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო - გაუმჭვირვალე, „შავი“ ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა - არსებობს კანონი და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად
„ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო - გაუმჭვირვალე, „შავი“ ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო...




























