რობერტო მონტელა საქართველოს შესახებ: მოვისმინე სიტყვები, რომლებსაც მასწავლებლები ურჩ მოსწავლეებს ეუბნებიან ხოლმე, ეუთოში მასწავლებლები და მოსწავლეები არ არიან, არ არიან ზნეობრივი და უზნეო ქვეყნები, ყველა წევრი ქვეყანა თანასწორია

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა რობერტო მონტელამ ასამბლეის ხუთდღიანი მუშაობა შეაჯამა. მან დელეგატებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და „პორტოს დეკლარაციის“ მიღების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მონტელამ აღნიშნა, რომ დეკლარაციის ტექსტი ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მინისტრებს უახლოეს დროში გადაეგზავნებათ და იმედი გამოთქვა, რომ მას მინისტრების დონეზეც მიიღებენ.

გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეუთოს მინისტრების დონეზე დეკლარაცია 2002 წლიდან არ მიუღია, რადგან ამისთვის ყველა წევრის კონსენსუსია საჭირო და ასევე, ორგანიზაციის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

„ეუთო არ არის ერთნაირი მოსაზრებების მქონე ქვეყნების ორგანიზაცია. ჩვენ არ ვართ ნატო, ჩვენ არ ვართ მოკავშირეები. ეს არის 1975 წელს, მტრების მიერ შექმნილი ორგანიზაცია - იმ ქვეყნების მიერ, რომლებსაც ერთმანეთთან პრობლემები ჰქონდათ. ჩვენ გვაქვს საქმე ქვეყნებთან, რომლებსაც ერთმანეთთან უთანხმოებები აქვთ. მაგრამ ამ ორგანიზაციაში ტექნიკურად არ გვაქვს ვინმეს გარიცხვის, დიალოგში არ ჩართვის ინსტრუმენტები.

თუ მხოლოდ იმ ქვეყნებს დაველაპარაკებით, რომლებიც უმწიკვლოდ ასრულებენ ეუთოს ვალდებულებებს... იტალიაში არის სიმღერა „4 მეგობარი ბარში“, ჩვენც იქ ვიქნებით - მხოლოდ 4-5 ქვეყანა შევხვდებით ერთმანეთს. მოვისმინე სიტყვები, რომლებსაც მასწავლებლები ურჩ მოსწავლეებს ეუბნებიან ხოლმე. აქ მასწავლებლები და მოსწავლეები არ არიან. არ არიან ზნეობრივი და უზნეო ქვეყნები. ყველა წევრი ქვეყანა თანასწორია. ზოგი ძლიერად, დრამატულადაც არღვევს ვალდებულებებს და ეს უნდა ვუთხრათ და არიან ისინი, ვინც უკეთეს შედეგს აჩვენებს. მაგრამ ეუთოში გვაქვს შემდეგი ინსტრუმენტები: ჩვენ ვაკეთებთ განცხადებებს, ჩვენ შევდივართ დიალოგში. ეს არის ჩვენი მანდატი. თუ ვინმე არასწორად იქცევა, ჩვენ უნდა მივიდეთ და ვუთხრათ: „თქვენ არასწორად იქცევით და ეს უნდა გამოასწოროთ“.

ეს არის ჩვენი ამოცანა. ვიცი, რომ დიალოგი ახლა პოპულარული სიტყვა არ არის და ამ დიალოგის დროც განსჯის საგანია. მაგრამ ეს ჩვენს კონსტიტუციაშია გაწერილი. თუ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ ეს პლატფორმა არ გვჭირდება. შეგვიძლია სხვა ტიპის პლატფორმა ჩამოვაყალიბოთ, მაგრამ ასეთი ორგანიზაციები ხომ უკვე არსებობს და მათ ჩვენზე უკეთესი შესაძლებლობები აქვთ. თუ ვინმეს მხოლოდ ძალის ენა ესმის, მაშინ ალტერნატივაა გამოიყენოთ ძალა. თუ ამბობთ, რომ ძალას ვერ გამოიყენებთ, მაშინ ნუ სთხოვთ სხვა ორგანოს, რომელიც სწორედ ასეთი ტიპის პრობლემების მოსაგვარებლად შეიქმნა, ძალის გამოყენებას, იმიტომ რომ მას ეს ძალა არ აქვს. მათ, ვისაც ძალა აქვთ, მისი გამოყენება არ სურთ. და მერე მათ, ვინც სხვა ტიპის შეთანხმებების მისაღწევად შეიქმნა, ეუბნებიან: „არა, თქვენ გამოიყენეთ ძალა“.

ეს უსამართლო და არაეფექტიანია, იმიტომ რომ ჩვენ შედეგის მისაღწევად შესაძლებლობები არ გვაქვს. ამიტომ, მოდით შევინარჩუნოთ ეუთოს სულისკვეთება ისეთად, როგორიც არის და ამ ორგანიზაციაში ნამდვილად არავინაა მასწავლებელი და მოსწავლე“, - განაცხადა მონტელამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751573827

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის

რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE-ში“. პრემიერის...

ირაკლი კობახიძე

1751573797

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ქვეყნის განვითარება გაგრძელდება დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პრინციპების მიხედვით და არა აგენტურის მიერ, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკების მხრიდან

გახარიას გაქცევას, რეალურად, აქვს ერთადერთი მიზეზი - ეს არის შიში; მას გაუჩნდა დაპატიმრების შიში და ამ შიშის გამო გაიქცა ქვეყნიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა...

ირაკლი კობახიძე

1751572516

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი საპარლამენტო არჩევნების რეიტინგთან შედარებითაც კი, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ

„აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ასეც და ისეც მოვიგებთ არჩევნებს, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ, ჩვენთვის ეს საერთოდ არ არის საინტერესო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემი...

ირაკლი კობახიძ

1751572471

საზოგადოება

პრემიერი: ქალბატონი დანიგანი წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, მან გამოსვლაში სცადა, სხვა კონტექსტით ესაუბრა ბატონი ჯეიდი ვენსის სიტყვებით, რაც მარტივი მანიპულაციაა

პრაქტიკულად, უკვე ყოფილი ელჩი, ქალბატონი დანიგანი, წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, თავისი არსით, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და ეს გან...

პრემიერიპრემიერი

1751572386

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: თუ ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომა შეიცვლება სამართლიანი მიდგომით, 2030 წლისთვის ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში წინ ვერაფერი დაუდგება

ყველა მიმართულებით, განათლების სისტემის დახვეწა იქნება ეს, ჯანდაცვის სისტემაზე ზრუნვა თუ ა.შ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ თანდათანობით დავუახლოვდეთ იმ სტანდარტებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია...

ირაკლი კობახიძე