პრემიერი: ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია, ძალოვანი სტრუქტურები არის ის, რაზედაც დგას ნებისმიერი სახელმწიფო, კანონი დაიცავს პოლიციას და ჩვენს საზოგადოებას სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებისგან

„ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია, ძალოვანი სტრუქტურები, კანონი დაიცავს პოლიციას, სამართალდამცავ უწყებებს და კანონი დაიცავს ჩვენს საზოგადოებას სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებისგან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ გასული ოთხი წლის განმავლობაში რევოლუციის ოთხი მცდელობა გამოიარა, რომელიც გარედან დაგეგმილი და კოორდინირებული იყო და რომლის ერთ-ერთ ინსტრუმენტს პოლიციელებზე თავდასხმა წარმოადგენდა.

„როდესაც ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც უზღუდავდა ადამიანებს პოლიციელებზე თავდასხმას, ეს მონათლეს, როგორც ანტიდემოკრატიული ნაბიჯი, დემოკრატიული უკუსვლა და ა.შ. შენ უნდა გქონდეს იმის უფლება, რომ ხელი გაარტყა პოლიციელს, შეაფურთხო პოლიციელს და იმან რეაქცია არ უნდა მოგცეს. ეს არის „დემოკრატია“ მათ გაგებით და თუ ამას ზღუდავ, ეს ყოფილა არადემოკრატიული ნაბიჯი. რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი რა არის - უნდა გაარტყა პოლიციელს, შეაფურთხო პოლიციელს, პოლიციელი უნდა იყოს დაკნინებული. ასეთი პოლიციელის შექმნა უნდოდათ მათ თავის დროზე გახარიას მეშვეობით, როცა აჰყავდა მაგალითად პანკისში სპეცრაზმი და შეურაცხყოფილს უწევდა წამოსვლა სპეცრაზმს პანკისიდან. რატომ? იმიტომ, რომ მაშინ ასეთი მენეჯმენტი იყო, აგენტურა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობაში. გახსოვთ ბასიანის მოვლენები, სხვა მოვლენები, როცა შეგნებულად, კონკრეტული აგენტი შეურაცხყოფილს ტოვებდა პოლიციელებს. ეს არის რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი - კანონი არ უნდა იცავდეს პოლიციელს არც შეფურთხებისგან, არც ხელის გარტყმისგან, არც შეურაცხყოფისგან, არაფრისგან და შენ თუ ამისგან იცავ პოლიციელს, ეს არის თურმე არადემოკრატიული ნაბიჯი. ეს ხომ სირცხვილია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, რევოლუციების მეორე ინსტრუმენტია ქვეყანაში სიძულვილის ხელოვნურად გაღვივება გარედან და ამას აკეთებენ სოცმედიის, მედიის თუ უამრავი სხვა საშუალებით.

„პოლიტიკოსებზე, სამართალდამცავებზე ქუჩაში თავდასხმა, შეურაცხყოფა, უშვერი სიტყვებით გინება, ფურთხება და ა.შ. არის დემოკრატია და ამას თუ უპირისპირდები, ეს ყოფილა ანტიდემოკრატიული ნაბიჯი. ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია, ძალოვანი სტრუქტურები. ძალოვანი სტრუქტურები არის ის, რაზედაც დგას ნებისმიერი ჯანმრთელი სახელმწიფო. როგორც კი შენ ვიღაცას აძლევ ძალოვანი სტრუქტურების დაკნინების საშუალებას, მაშინვე იშლება სახელმწიფო და ამას ცდილობდნენ ოთხი წლის განმავლობაში და უფრო ადრეც მთელი ამ წლების განმავლობაში. კანონი დაიცავს პოლიციას. კანონი დაიცავს სამართალდამცავ უწყებებს და კანონი დაიცავს ჩვენს საზოგადოებას სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებისგან. ეს არ ხდება მარტო საქართველოში.

ხშირად ვიხსენებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ცნობილ 10-წუთიან ვიდეოჩანაწერს, სადაც ის დეტალურად საუბრობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება სლოვაკეთში. ზუსტად იგივე. სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა, სიძულვილის ხელოვნურად გაღვივება, ხელწერა არის ერთი და იგივე. ყველაფერი გარედან თავსმოხვეული. ჩვენ გვინდა სიძულვილი ან სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება? როდესაც ჩვენ ვიცავთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებს, როდესაც ვიცავთ საზოგადოებას სიძულვილის გაღვივებისგან, ამას უწოდებენ დემოკრატიულ უკუსვლას. ეს ყველაფერი ხომ ხელისგულზე დევს. ჩვენი ვალია ამ ქვეყნის წინაშე, რომ დავიცვათ სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებისგან ჩვენი საზოგადოება და არა მარტო სახელმწიფო ინსტიტუტები, არამედ სოციალური ინსტიტუტები, მათ შორის ჩვენი ეკლესია. რამხელა გარედან დაფინანსებული კამპანიები ჰქონდათ ეკლესიის და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, ყველაფერ იმის წინააღმდეგ, რასთანაც დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოს და ქვეყნის იდენტობა. რა თქმა უნდა, ამის საშუალებას ვერ მივცემთ. როცა ამას ვიღაცები უწოდებენ დემოკრატიულ უკუსვლას, ეს ძალიან კარგად მეტყველებს მათ განზრახვაზე. მათ უნდათ, ოთხი მცდელობის შემდეგ კიდევ ერთი, რევოლუციის მეხუთე მცდელობა მოაწყონ ჩვენს ქვეყანაში, რასაც ვერ ეღირსებიან. სახელმწიფო ბოლომდე გაიმყარებს საკუთარ პოზიციებს. ეს არის ის უალტერნატივო გზა, რომელსაც ჩვენ მივყვებით, მათ შორის იმ კანონების მიღებით, რომლებიც დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა გასული თვეების განმავლობაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751573797

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ქვეყნის განვითარება გაგრძელდება დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პრინციპების მიხედვით და არა აგენტურის მიერ, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკების მხრიდან

გახარიას გაქცევას, რეალურად, აქვს ერთადერთი მიზეზი - ეს არის შიში; მას გაუჩნდა დაპატიმრების შიში და ამ შიშის გამო გაიქცა ქვეყნიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა...

ირაკლი კობახიძე

1751572516

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი საპარლამენტო არჩევნების რეიტინგთან შედარებითაც კი, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ

„აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ასეც და ისეც მოვიგებთ არჩევნებს, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ, ჩვენთვის ეს საერთოდ არ არის საინტერესო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემი...

ირაკლი კობახიძ

1751572471

საზოგადოება

პრემიერი: ქალბატონი დანიგანი წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, მან გამოსვლაში სცადა, სხვა კონტექსტით ესაუბრა ბატონი ჯეიდი ვენსის სიტყვებით, რაც მარტივი მანიპულაციაა

პრაქტიკულად, უკვე ყოფილი ელჩი, ქალბატონი დანიგანი, წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, თავისი არსით, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და ეს გან...

პრემიერიპრემიერი

1751572386

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: თუ ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომა შეიცვლება სამართლიანი მიდგომით, 2030 წლისთვის ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში წინ ვერაფერი დაუდგება

ყველა მიმართულებით, განათლების სისტემის დახვეწა იქნება ეს, ჯანდაცვის სისტემაზე ზრუნვა თუ ა.შ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ თანდათანობით დავუახლოვდეთ იმ სტანდარტებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია...

ირაკლი კობახიძე

1751572355

საზოგადოება

პრემიერი: კარგი ნაბიჯი იყო ის, რომ ერთ დღეს გადადგა აშშ-ის ელჩი და იმავე დღეს მივიღეთ თანხმობა აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნის თაობაზე - ეს გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება ახალმა ადმინისტრაციამ მოიპოვოს უპირატესობა „დიფ სთეითის“ მიმართ

ძალიან კარგი ნაბიჯი იყო ის, რომ ერთ დღეს გადადგა ელჩი და იმავე დღეს ჩვენ მივიღეთ თანხმობა აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნის თაობაზე. ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ეს გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება...

ირაკლი კობახიძე