საბა ბუაძე: ამ ქალაქს სჭირდება მიუსაფარი ცხოველებისგან თავისუფალი გარემო, სადაც ყველა უბანში დაავადებული ძაღლების ხროვა არ დადის

 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საბა ბუაძე „ტვ პირველის“ ეთერში გადაცემაში „დღის ამბები“ საუბრობს, რომ ქალაქს სჭირდება მიუსაფარი ცხოველებისგან თავისუფალი გარემო.

აქვე, ბუაძე განმარტავს, რომ ეს ცხოველები კი არ უნდა გაწყვიტონ, არამედ იმას გულისხმობს, რომ პოპულაციის მართვა არის საჭირო და ზრუნვაზე დაფუძნებული მიდგომა, რომ მიუსაფარი ცხოველები აღარ იყვნენ.

„ამ ქალაქს სჭირდება მიუსაფარი ცხოველებისგან თავისუფალი გარემო, სადაც ყველა უბანში და ყველა ფეხის ნაბიჯზე ძაღლების აი ასეთი უზარმაზარი, მიუსაფარი, დაავადებული ძაღლების ხროვები არ დადის, რომ შეხედავ გული რომ მოგიკვდება..მე ახლა გამოვედი... მე საკამათოდ არ ვამბობ. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ეს ცხოველები უნდა გავწყვიტოთ. ჩვენ პოპულაციის მართვა გვჭირდება და გვჭირდება ზრუნვაზე დაფუძნებული მიდგომა, რომ მიუსაფარი ცხოველები აღარ გვყავდეს და ყველა ფეხის ნაბიჯზე არ ვუყურებდეთ ამ კატასტროფას, იმიტომ რომ მე და თქვენ გული შეგვტკივა ამ ცხოველებზე და ბევრად უფრო მეტი არის ისეთი ადამიანი, ვისაც ეშინია უბრალოდ. ვისაც ჰყავს თავისი შინაური ბინადარი ცხოველი და ვერ ასეირნებს იმიტომ, რომ შეიძლება დაგლიჯოს ქუჩის ძაღლმა. უბრალოდ ადამიანი ქუჩაში ვერ გადაადგილდება იმიტომ, რომ ღამე ეშინია, რომ აი ეს ქუჩის ცხოველები ყეფენ, შეიძლება ვიღაცას დაკბენის ფაქტი იყოს და უამრავი პრობლემა არის“, - განაცხადა ბუაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784384553

მსოფლიო

საფრანგეთში მაღალმა ტემპერატურამ 3000 ადამიანი იმსხვერპლა - Le Monde

საფრანგეთში, ილ-დე-ფრანსის რეგიონში სიცხის ტალღის გამო თითქმის 3000 ადამიანი დაიღუპა, რაც სიკვდილიანობის ჩვეულებრივ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. ამის შესახებ Le Monde საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელო...

სიცხე გერმანიაში

1784381778

სპორტი

ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი სარაევოს ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია

ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი (-66 კგ) სარაევოს ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მან ფინალში გერმანელი პატრიკ ვაისერი დაამარცხა.  

ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი სარაევოს ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია

1784379846

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: იმ შემოდინებებიდან, რომლებიც საქართველოში იყო ევროკავშირის ფონდებიდან, უდიდესი ნაწილი იყო მიზანმიმართულად გათვალისწინებული რადიკალიზმის გასაღვივებლად - თავადაც კარგად იციან, თუ სად მიედინებოდა ამ თანხებიდან უდიდესი ნაწილი

„თავადაც კარგად იციან, თუ სად მიედინებოდა ამ თანხებიდან უდიდესი ნაწილი“, - ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ევროკავშირის საელჩოს „ქა...

დავით მათიკაშვილი

1784377812

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმ...

დაკავებადაკავება

1784376193

ახალი ამბები

საბა სვანიძე - გასულ წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ინფრასტრუქტურის სამინისტროში გავიარე სტაჟირება, რის შემდეგაც საავტომობილო გზების დეპარტამენტში დავსაქმდი

„დღეს ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პატივიც არის და პასუხისმგებლობაც, ცოტა ხნის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დღეს, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომელი, მონაწილეობას მივიღებდი ახალი მაგისტრ...

საბა სვანიძე