ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპის წერილზე: გზავნილში მთავარი იყო ის ფასეულობები და ღირებულებები, რაც ეხება თავისუფლებას, სუვერენიტეტს, კეთილდღეობას და სწორედ, ამ საფუძველზე საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობის დიდ მოლოდინს

გზავნილი, რომელიც საერთო ღირებულებებს ადასტურებს და იდეალები, რაც ორ ქვეყანას აკავშირებს - 17 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წერილი მიიღო.

დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს მადლობას უხდის შტატების დამოუკიდებლობის 250-ე იუბილეს მილოცვისთვის.

„სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა“, - წერს ტრამპი და აღნიშნავს, რომ აფასებს იმ პარტნიორთა მეგობრობას, რომლებიც ამერიკის იდეალებისადმი პატივისცემას იზიარებენ.

წერილში ისიც წერია, რომ ტრამპი მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერებას, ორ ქვეყანას შორის - აქვე თეთრი სახლის ლიდერი ასახელებს მთავარ მიზანსაც „ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“.

გზავნილს უკვე მოჰყვა შეფასებები მმართველ გუნდში, როგორც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, გზავნილში მთავარი იყო ის ფასეულობები და ღირებულებები, რაც ეხება თავისუფლებას, სუვერენიტეტს, კეთილდღეობას და სწორედ, ამ საფუძველზე საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობის დიდ მოლოდინს.

„აქედან გამომდინარე, სწორედ ჩვენც ამ მოლოდინით ვართ მთელი ამ ხნის განმავლობაში. ანალოგიურ ფასეულობებზე დაყრდნობით გვსურს ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქმედითი განახლება. ეს გზავნილი კი, ამ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კარგი გზამკვლევია“,- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784486285

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთო/ოდირის საარჩევნო დასკვნის გადაწერის მცდელობა არის სრულიად მიუღებელი და დაღს ასვამს ჩვენს ნდობას, რომ ობიექტურად დააკვირდებიან არჩევნებს მომავალში

ეუთო/ოდირის საარჩევნო დასკვნის გადაწერის მცდელობა არის სრულიად მიუღებელი და დაღს ასვამს ჩვენს ნდობას, რომ ობიექტურად დააკვირდებიან არჩევნებს მომავლში, - განუცხადა “იმედის კვირას” საგარეო ურთიერთობათა...

ნიკოლოზ სამხარაძე

1784482879

ახალი ამბები

სოფ.ბაბილი-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე მოძრაობა დროებით აიკრძალა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გ...

მოძრაობა დროებით აიკრძალა

1784480774

ახალი ამბები

თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვი...

თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა,

1784479833

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: ბათუმში რამდენი ჩავსულვარ, საკათედროსთან სულ საცობია, გასაგები მიზეზების გამო, „ნაცებმა“ და მათმა, „ტანკაცუნკა ნოდარას“ ჩინურმა ვარიანტმა, ივანიშვილების ოჯახს რომ არ წაკბინონ, არ შეუძლიათ

გიორგი გამსახურდია „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილის ოჯახის გამო, ბათუმის საკათედრო ტაძართან გზა იყო ჩაკეტილი და წერს, „ივანიშვილების ოჯახს რომ...

გიორგი გამსახურდია

1784476318

ახალი ამბები

ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე სარაევოს ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია

ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე (-90 კგ) სარაევოს ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მან ფინალში იტალიელი ჯაკომო გამბა დაამარცხა.

ლუკა მაისურაძე