საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოქალაქეთა ქონების მოტყუებით დაუფლების განზრახვით, ჩამოაყალიბეს სავაჭრო პლატფორმა, სადაც ფულადი თანხების ინვესტირების მოტივით, უკავშირდებოდნენ ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ვაჭრობაში ვითომდა მოგების მიღების დაპირებებით, თანხები ირიცხებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების კონტროლის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე, რომელსაც შემდგომ ისინი თაღლითურად ეუფლებოდნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით, ბრალდებულები დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილ დაახლოებით 340 000 ლარს.
გამოძიების პროცესში, ბრალდებულების მმართველობის ქვეშ მყოფ, თბილისში განთავსებული ქოლცენტრის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია უცხოეთის მოქალაქეების პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714210878

ახალი ამბები

„საპატრიარქოს წუხანდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ეკლესია დგას ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტრადიციების და კულტურის სადარაჯოზე“ - ნინო ფოჩხუა

„საპატრიარქოს წუხანდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ეკლესია დგას ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტრადიციების და კულტურის სადარაჯოზე“, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში. მისი განცხადებ...

 ნინო ფოჩხუა

1714210575

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავა, მათგან 8 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავა, მათ შორის, 8ნარკორეალიზატორი. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

1714207709

საზოგადოება

„დღეში ნახევარი საათი და ხელფასი 897 ლარი“ - ფრთხილად! ვრცელდება ახალი თაღლითური შეტყობინება

მობილურ ტელეფონებზე ახალი თაღლითური შეტყობინება იგზავნება, რომელიც META-ს სახელით ვრცელდება.  როგორც გავრცელებულ ტექსტში ვკითხულობთ, შეტყობინებაში თაღლითები იწერებიან, რომ თქვენ meta-ს გუნდში, როგორც...

თაღლითური შეტყობინება

1714206526

ჰოროსკოპი

მაისი - 2024 წლის ყველაზე ფეიერვერკული თვე - „თუ თქვენ მზად ხართ ახალ ჰორიზონტებს შეეჭიდოთ ახლა სწორედ ამის დროა“

„საოცარი მაისი გველოდება წინ, ყველა გაგებით. 1 - 6 მაისამდე ეფექტური პერიოდია, მარტივად შეძლებთ კონფლიქტების მოგვარებას, ყველა ჩიხიდან შეძლეთ გამოსვლას. 12 - 20 მაისამდე პერიოდი, საკმაოდ რთულია, აქ მა...

სოფია ბზეკალავა

1714201666

საზოგადოება

„ნეტავი, იქ თეატრი არის?“ - 27 აპრილი კახი კავსაძის გარდაცვალების დღეა

2021 წლის 27 აპრილს 85 წლის ასაკში კახი კავსაძე გარდაიცვალა. იგი ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რა...

კახი კავსაძე